მეტრო 2033
„მეტრო 2033“ (რუს. Метро́ 2033) — რუსი მწერლის, დიმიტრი გლუხოვსკის პოსტაპოკალიფსური რომანი, გამოცემული 2005 წელს. მასში აღწერილია მოსკოვის მეტროში ადამიანების სიცოცხლე ბირთვული ომის შემდეგ. პირველად გამოიცა 2005 წელს, გამომცემლობა „ეკსმოს“ მიერ, ხელახლა კი — 2007 წელს, გამომცემლობაში „პოპულარული ლიტერატურა“. ევროპულ ლიტერატურულ კონკურს Eurocon-ზე გაიმარჯვა 2007 წლის საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში[1].
„მეტრო 2033“ | |
---|---|
Метро 2033 | |
2007 წლის გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | დიმიტრი გლუხოვსკი |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
სერია | მეტრო |
ჟანრი | ფანტასტიკა, პოსტაპოკალიფსი |
გამომცემელი |
ეკსმო პოპულარული ლიტერატურა (მეორე გამოცემა) |
გამოცემის თარიღი |
2005 2007 (მეორე გამოცემა) |
მთარგმნელი | ქეთევან ამირეჯიბი |
ქართულად გამოიცა | 2015 (წიგნები ბათუმში) |
გვერდი |
544 381 (მეორე გამოცემა) |
მომდევნო | მეტრო 2034 |
ISBN | 5-699-13613-4 |
ხელახალი გამოცემის 100 ათასიანი ტირაჟი სამი თვის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა, ამიტომ გამომცემლობამ გამოსცა დამატებით 100 000 ასლი[2], რომელიც 2008 წლის ბოლოსთვის ასევე სრულად გაიყიდა. მესამე ტირაჟი 50 000-ს შეადგენდა[3]. წიგნის ერთ-ერთი პრეზენტაცია გაიმართა რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროს ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ბუნკერში, ტაგანკაზე, 60 მეტრის სიღრმეზე. რომანის მიხედვით აგრეთვე გადაღებულია ვიდეო თამაში Metro 2033.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-30 საიტზე Wayback Machine.