მესხური შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს მთავარი ძარღვები სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, აგებულებით ააშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მუქი წითელი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალოდ წვნიანია, მომჟაო-მოტკბო გემოთი, წვენი მეუფერავია.

მესხური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 161-164 დღეა. სრულ სიმწიფეში 15-20 ოქტომბერს შედის. მტევნის საშუალო წონა 80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 13.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 12.5 გ/ლ-ს.

გამოსადეგია სუფრის მშრალი, შინდისფერი და არომატული ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 241