მესხური მწვანექართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

მესხური მწვანე გავრცელებულია სოფ. აწყურის და სოფ. გურკელის მიდამოებში. მესხური მწვანე განსხვავდება გორული და კახური მწვანისგან მტევნის სიდიდით, ფორმით, მარცვლის სიმსხოთი, ფოთლის აგებულებით, შეფერვითა და გემოთი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამნაკვთიანი, მომრგვალო, ოდნავ გულისმაგვარი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსურია, გვხვდება ცილინდრული ფორმისაც, მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მომწვანო-მოყვითალო შეფერვის, სქელკანიანი. მარცვალზე ცვილი სუსტადაა გამოხატული. წვნიანია, ნაკლებ რბილობიანი, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

მესხური მწვანე საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 170-180 დღემდეა. ყურძნის შეთვალება იწყება 15 სექტემბრიდან და სრულ სიმწიფეში 15-20 ოქტომბრამდე შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს.

მესხური მწვანესგან მიიღება ნაკლებ ალკოპოლიანი სუფრის თეთრი ღვინო და საკუპაჟე მასალა ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 238