MESSENGER
MESSENGER (აკრონიმი MErcury Surface, Space ENvironment, GEochemistry and Ranging probe - მერკურის ზედაპირის, სივრცის გარემოს, გეოქიმიისა და გაზომვის ზონდი) — ნასას კოსმოსური ხომალდი, რომელიც გაუშვეს 2004 წლის 2 აგვისტოს, მერკურის მახასიათებლებისა და გარემოს გამოსაკვლევად. მისიის მიზანი მერკურის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის, გეოლოგიის ისტორიის, მაგნიტური ველის ბუნების, ზედაპირის ზომისა და მდგომარეობის და ა.შ. მახასიათებლების დადგენაა.
ეს მისია პირველი ვიზიტი იყო მერკურზე 30 წლის განმავლობაში. მერკურზე ადრე გაშვებული ერთადერთი ზონდი იყო მარინერ-10, რომელმაც საკუთარი მისია 1975 წლის მარტში დაასრულა. მესენჯერს გაუმჯობესებული სკანირების აპარატი აქვს, რომლის კამერებს ზედაპირის თვისებების 18 მ სიახლოვით შეუძლია დაფიქსირება (განსხვავებით მარინერის 1,6 კმ-სა). მესენჯერს ასევე შეეძლება პლანეტის მთელი ზედაპირის გადაღება (მარინერს მხოლოდ მისი ჩაფრენისას განათებული ნახევარსფეროს გადაღება შეეძლო).
აკრონიმთან ერთად, მესენჯერი ზონდის სახელად არჩეული იყო რომაულ მითოლოგიაში მერკურის ღმერთების მაცნეს ფუნქციის გამოც.