მესანგრეთა ხიდი
მესანგრეთა ხიდი — ხიდი ძველ თბილისში.
მესანგრეთა ხიდი მდებარეობდა გარეთუბანში. ის გვხვდება 1844 წლის თბილისის გეგმაზე, რომელზეც იგი დატანილია ლათინური F-ით. ხიდი გადებული იყო მესანგრეთა (ახლანდელი რევაზ თაბუკაშვილის) ქუჩაზე გამავალ ხევზე, დაახლოებით ვასო აბაშიძისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩათა შესაყრელთან. აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის 10-იან წლებში. სახელი ხიდს შეერქვა მასთან ახლოს მდებარე მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმის გამო. მესანგრეთა ყაზარმის შენობა დღესაც არსებობს, მაგრამ მესანგრეთა ხიდმა იარსება XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისამდე. 1850 წელს თბილისის გეგმაზე ეს ხიდი აღარ არის დატანილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002