მესაზღვრეების ძეგლი

მესაზღვრეების ძეგლი (რუს. Памятник пограничникам) — ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი გაიხსნა 2014 წლის ოქტომბერში. მდებარეობს მდინარე დონის ნაპირზე.

მესაზღვრეების ძეგლი
Памятник пограничникам
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი დავიდ ბეგალოვი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 4 მ
დაწყების თარიღი 2012
დასრულების თარიღი 2014
გახსნის თარიღი 2014

მისამართი: დონის როსტოვი, სანაპიროს ქუჩა, № 53 სახლთან ახლოს.

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დონის როსტოვი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა რუსეთის იმპერიის სამხრეთის საზღვრების ფორპოსტად. ამჟამად ქალაქში ცხოვრობს 60 ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც სხვადასხვა დროს მსახურობდა სასაზღვრო ძალებში. ძეგლის მახლობლად ყოველ გაზაფხულს მესაზღვრების დღის აღსანიშნავად იმართება ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა სასზღვრო ძალების ვეტერანებთან. 2012 წლის მაისში აქ აღმართეს სამახსოვრო ქვა.

2014 წელს ქალაქ დონის როსტოვის სანაპიროს ქუჩაზე გაიხსნა ძეგლი „ყველა თაობის მესაზღვრეებს“. ძეგლის პროექტის ავტორი იყო როსტოველი მოქანდაკე დავით რუბენის ძე ბეგალოვი. მესაზღვრეების ძეგლი შეიქმნა დონის როსტოვისა და როსტოვის ოლქის ვეტერან მესაზღვრეთა საბჭოს ინიციატივითა და სასაზღვრო ძალების ვეტერანთა სახსრებით[1].

აღწერა რედაქტირება

ძეგლის კომპოზიცია ასახავს რუსეთის, მათ შორის დონის, სასაზღვრო ძალების ისტორიასა და ტრადიციას. ძეგლი მოპირკეთებულია მწვანე გრანიტით და წარმოადგენს ოთხმეტრიან ფილას, რომელზეც გამოსახულია სამხედრო-მესაზღვრეების სამი ფიგურა, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს სხვადასხვა დროს. მათ შორის გამოსახულია ცარისტული რუსეთის ჯარისკაცი, რომელსაც ხელში ცული უჭირავს, ასევე გამოსახულია რუსეთისა და საბჭოთა ჯარისკაცები თავიანთი დროის სამხედრო ფორმებში. ჯარისკაცების გვერდით დგას ბრინჯაოს ძაღლი. ფილის ზემო ნაწილში გამოსახულია სასაზღვრო ძალების ემბლემა წარწერით: „სასაზღვრო სამსახური“. მესაზღვრეების ქანდაკების ძირში განთავსებულია ბრინჯაოს სამხედრო ქუდი, ხმალი და ჭოგრიტი.

ძეგლის უკანა მხარეს გამოსახულია რუსეთის რუკა ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით და აქვს წარწერა: „რუსეთის საზღვრები წმინდა და ხელშეუხებელია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება