მერონი
მერონი (ივრ.: הר מירון, ჰარ მერონ; არაბ.: جبل الجرمق, ჯაბალ ალ-ჯარმაქი ) — მერონის მთის მასივის ნაწილი, გალილეის ყველაზე მაღალი მთა, ასევე, ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1208 მ-ს. მთიდან კარგად ჩანს ქალაქი ცფათი. მთაზე არის ებრაელების წმინდა ადგილი, რაბი შიმონ ბარ იოხაისა და მისი შვილის რაბი ელიზერის საფლავები
მერონი | |
---|---|
მერონი | |
კოორდინატები: 33°00′ ჩ. გ. 35°25′ ა. გ. / 33.000° ჩ. გ. 35.417° ა. გ. | |
ქვეყანა | ისრაელი |
სიმაღლე | 1208 მ |
მთა მერონი ისრაელის ყველაზე წვიმიანი ადგილია, ამიტომ ის დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით. ზამთარში კი თითქმის ყოველთვის თოვლიანია. მისი უდიდესი ნაწილი უკავია ბუნებრივ ნაკრძალს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მთა მერონი — www.goisrael.com დაარქივებული 2010-12-27 საიტზე Wayback Machine.
- ჩრდილოეთი ისრაელი