მერი ელეანორ ვილკინს ფრიმანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მერი ელეანორ ვიკნის ფრიმანი (დ. 31 ოქტომბერი, 1852 — გ. 13 მარტი, 1930) — XIX საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ავტორი.

მერი ელეანორ ვილკინს ფრიმანი
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1852(1852-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი Randolph[9] [10]
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1930(1930-03-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი Metuchen[9]
დასაფლავებულია Hillside Cemetery[11]
საქმიანობა მწერალი[9] [12] [13] , რომანისტი[9] , საბავშვო მწერალი[9] და პოეტი[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი[9] [10]
Magnum opus A New England Nun[14] , Young Lucretia and Other Stories[15] , The Pot of Gold and Other Stories[16] , Pembroke[17] და Collected Ghost Stories
ჯილდოები უილიამ დინ ჰოუელზის მედალი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრიმანი დაიბადა რანდოლფში, მასაჩუსეტსის შტატში, 1852 წლის 31 ოქტომბერს, ელეონორ ლოთროპ და უორენ ედუარდ ვილკინსის ოჯახში, რომლებმაც ბაპტისტურად მონათლეს ახალშობილი და მას „მერი ელა“ უწოდეს. ფრიმანის მშობლები საეკლესიო კრების აქტიური მრევლი იყვნენ და პატარა მერიც საკმაოდ მკაცრად და რელიგიურად აღიზარდა, [18] სწორედ ამიტომ რელიგიური შეზღუდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ზოგიერთ ნაწარმოებში.

1867 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბრეთლბოროში, ვერმონტში, სადაც ფრიმანმა დაამთავრა ადგილობრივი სკოლა.

1870-1871 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა „ჰოლიოკეს მთის“ კოლეჯში (მომავალში გადაკეთდა ქალთა სემინარიად), სამხრეთ ჰედლიში, მასაჩუსეტსში. უმაღლესი განათლების მიღება დაამთავრა გლენვუდის სემინარიაში, დასავლეთ ბრეთლბოროში. როცა მშრალი პროდუქტების საოჯახო ბიზნესი ვერმონტში ჩავარდა, ისინი რანდოლფში დაბრუნდნენ. სამი წლის შემდეგ ფრიმანის დედა დაიღუპა. სწორედ მის პატივსაცემად მერიმ გადაიკეთა თავისი შუა სახელი ელეანორად.

ფრიმანის მამა 1883 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც იგი ოჯახის გარე დარჩა. მის სახელზე მხოლოდ 973 დოლარად შეფასებული ქონება იყო. ვილკინსი თავის მეგობართან, მერი ჯ. უელზთან გადავიდა საცხოვრებლად და თავის გასატანად მწერლობას მიჰყო ხელი. [19][20]

 
მერი ვილკინსი 1892 წელს

ფრიმონმა ოჯახის დასახმარებლად ბავშვებისთვის დაიწყო მოთხრობების და ლექსების წერა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას. მისი კარიერა, როგორც მოთხრობების მწერალმა, დაიწყო 1881 წელს, როდესაც მან დაიკავა პირველი ადგილი მოთხრობების კონკურსში, სადაც გააგზავნა ნაწაემოები „ოჯახი-მოჩვენება“. [21] მისი ყურადღება მიიღო ზებუნებრიობის და რეალობის არევამ, რისი შედეგიც იყო რამდენიმე საკმაოდ გავლენიანი მოკლე ამბავი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1880-იან და 1890-იან წლებში, როდესაც რანდოლფში ცხოვრობდა. მას ცხოვრების განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რომანებისა და მოთხრობების ოცდაოთხზე მეტი ტომი. ყველაზე ცნობილია მისი მოთხრობების ორი კოლექცია — „თავმდაბალი რომანი და სხვა ისტორიები“ (1887) და „ახალი ინგლისის მონაზონი და სხვა ისტორიები“ (1891). მისი შემოქმედება ძირითადად ახალი ინგლისის პრობლემებს და ამბებს ეხება. ფრიმანის ცნობილი ნოველაა „Pembroke“ (1894) და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამშრომლური რომანის — „მთელი ოჯახის“ დაწერაში (1908).

პირადი ურთიერთობა და გარდაცვალება

რედაქტირება

1892 წელს ნიუ ჯერსიში, მეტუჩენში ვიზიტის დროს, გაიცნო ექიმი ჩარლზ მენინგ ფრიმანი, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსი იყო. წლების განმავლობაში არსებული პრობლემების და შეფერხებების შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ 1902 წლის 1 იანვარს. მერიმ დაუყოვნებლივ თავისი ქმრის გვარი მიიღო და დაირქვა „მერი ე. ვილკინს ფრიმანი“. ამის შემდეგ სახელით აქვეყნებდა თავის შემოქმედებას. [19]

მეტუჩენში ფრიმანი მალე გახდა ხალხში ცნობილი თავისი ნამუშევრების გამო, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო აქვეყნებდა მეზობლების სატირულ-ფანტასტიკურ ნაწერებს. [19]

მის მეუღლეს ალკოჰოლიზმი და საძილე ფხვნილებისადმი დამოკიდებულება ჰქონდა. იგი ნიუ-ჯერსის სახელმწიფო ჰოსპიტალში გადაიყვანეს ტრენტონში ჩადენილი საქციელისთვის და ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეს იურიდიულად დაშორდა. [19] 1923 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი დაუტოვა მძღოლს და მხოლოდ ერთი დოლარი მის ყოფილ მეუღლეს. [19]

1926 წლის აპრილში, ფრიმანი გახდა უილიან დინ ჰოუელსის მედლის ლაურეატი ფანტასტიკის ჟანრში.

ფრიმანი გარდაიცვალა 1930 წლის 15 მარტს, 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ნიუ-ჯერსიში. [19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „The United States In Literature“, გვ. 280, ილ., 1985
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 397.
  10. 10.0 10.1 https://en.wikisource.org/wiki/Woman_of_the_Century/Mary_E._Wilkins
  11. Find a Grave — 1996.
  12. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  14. https://openlibrary.org/works/OL507385W/Pembroke
  15. Freeman, Mary E. Wilkins. "The Norton Anthology of American Literature". seventh ed. Vol. C. Ed. Nina Baym. New York: Norton & Company, 2007. Pg. 625-26.
  16. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 Fishinger, Sondra. "Mary E. Wilkins Freeman, 1852–1930", in Past and Promise: Lives of New Jersey Women. Syracuse, NY: Syracuse University Press, 1997: 141. ISBN 0-8156-0418-1
  17. „Mary Eleanor Wilkins Freeman | American author“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-29.
  18. Eppard, Philip (Spring 2013). "Mary E. Wilkins Freeman's first published story". American Literary Realism. 45: 268+.