მერიის შენობა (ბაქო)

ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობა მდებარეობს ისტიგლიალიათის ქუჩა 4-ში.

ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობა
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
არქიტექტორი იოსებ გოსლავსკი
 
იოსებ გოსლავსკი

შენობის მშენებლობა დაიწყო 1900 წელს და დამთავრდა 1904 წელს. შენობის არქიტექტორი იყო ი. გოსლავსკი. 1900 წლის 18 მაისს დაიწყო ბაქოს ქალაქის დუმის (დღევანდელი ქალაქ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობა).[1] . საბჭოთა პერიოდში შენობაში განლაგებული იყო ბაქოს საბჭო, დღეს აქ განლაგებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება - ბაქოს მერია. გოსლავსკიმ შეადგინა შენობის სამსართულიანი პროექტი, რომელიც მოიწონა კავკასიის მეფისნაცვალმა კნიაზ მ. გოლიცინმა. ადრე შენობაზე იყო გამოკრული წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ 1925-1928 წლებში „ამ შენობაში აწყობდა შეხვედრებს ბაქოს მუშებთან პროლეტარიატის დიდი მწერალი ალექსეი მაქსიმეს ძე გორკი“.

მშენებლობაში გამოიყენებოდა უმაღლესი ხარისხის კირქვა, რომლითაც არის მოპირკეთებული შენობის ფასადი. ფასადი ასევე მოპირკეთებულია დეკორატიული აგურით, იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოთი. შენობა აგებულია სიმეტრიულად.

ფასადის დეტალები

რედაქტირება
  1. Шамиль Фатуллаев. Градостроительство Баку XIX—начала XX веков / Под ред. проф. В. И. Пилявского. — Ленинград: Стройиздат, 1978. — 215 с.