მერიის ღვთისმშობლის ეკლესია

მერიის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, „დიდი ღრომი“-ს ნასოფლერზე.

მერიის ღვთისმშობლის ეკლესია ნაგებია დიდი ზომის შირიმის ქვით და კარგად დამუშავებული ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით. წყობა თარაზულია. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში და აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ნახევარწრიული ფორმის ნიშებია მოთავსებული. აბსიდის კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები. ქვის კანკელი მდიდ-რულადაა მოჩუქურთმებული. ჩუქურთმაში წარმოდგენილია გეომეტრიული წნულის მრავალსახეობა. იგი დიდი ოსტატობითაა შესრულებული. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწი-ლად იყოფა. პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრეთი პილასტრი პირდაპირ შესასვლელის წირთხლს ებჯინება. შესასვლელს ტი-მპანი აქვს. დარბაზი ნათდებოდა სამხრეთიდან და დასავლეთიდან თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვდერი და კარიბჭე აქვს. ეკვდერი აღმოსავლეთით აბსიდ-ით სრულდება, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. ეკვდერი კარიბჭეს თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება.

ღია თაღებიან კარიბჭეს ვარსკვლავა კამარა აქვს, რომლის ცენტრში მოთავსებუ-ლია ლილვოვანი ვარდული. კარიბჭე გადახურულია ორქანობიანი სახურავით. კარიბჭეს ფართო, თაღოვანი შესასვლელი აქვს. კარიბჭე და ეკვდერი შირიმის ქვითაა მო-პირკეთებული. ეკლესიის ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. აღმოსავლეთ სარ-კმელს სამმაგი ლილვი აჩარჩოებს, ხოლო დასავლეთ სარკმელს - ოთხმაგი ლილვი. ამჟამად ჩარჩოების მხოლოდ ქვედა ნაწილებია შემორჩენილი. ეკლესიის კარნიზის შემორჩენილი ნაწილი თარო-ლავგარდანია. ეკლესია დაზიანებულია. კამარისა და კონქის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. იატაკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ფასადებს დიდ ნაწილზე საპირე ქვა შემოცლი-ლი აქვს. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე მორღვეულია. კედლები დაბზარულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники V-XIвв . В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 114.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 146-148