მერა (მდინარე)
მერა (იტალ. Mera; გერმ. Mera) — მდინარე ევროპაში, შვეიცარიასა და იტალიაში. სათავე აქვს ალპებში, მალოიას უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 3053 მ სიმაღლეზე. სიგრძე დაახლოებით 50 კმ. აქვს დასავლური მიმართულება, ერთვის კომოს ტბას. გაედინება ბრეგალიას ხეობაში. მთავარი შენაკადია მდინარე ლირო. შვეიცარიაში მდინარეს უწოდებენ მაირას.
მერა | |
---|---|
ქვეყანა |
შვეიცარია იტალია |
სათავე | ალპები |
სიგრძე | 50 კმ |
მერა ვიკისაწყობში |