მერაბ დიმიტრის ძე ვაჩნაძე (დ. 27 ივნისი, 1948, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1973). 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საქართველოსა და რუსეთის ისტორიის კურსებს. 1997–2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1995–2004 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, 1999–2005 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 2002–2006 წლებში — რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე, 2008–2011 წლებში — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.

ვაჩნაძე იკვლევს საქართველოსა და რუსეთის ახალ და უახლეს ისტორიას (XIX–XX საუკუნეები), ქართული პოლიტიკური აზრისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ისტორიას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • რუსეთის ეკლესიის ისტორია : სალექც. კურსი (თანაავტორი) // ნაწ. 1 : (988-1801). - თბილისი, არტანუჯი, 2008.
  • საქართველოს ისტორია (XIX-XX სს.) : აბიტურიენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 1999.
  • საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 1998.
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები 1907-1914 წლებში (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 1998.

ლიტერატურა

რედაქტირება