მერაბ დურგლიშვილი

მერაბ გიორგის ძე დურგლიშვილი (დ. 6 სექტემბერი, 1928, თბილისი, — გ. 18 აპრილი, 1993, იქვე) — ქართველი ფერმწერი, დიზაინერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1959). 1954-1956 წლებში ასწავლიდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1958-1962 წლებში იყო სამხატვრო ფონდის მთავარი მხატვარი. 1962 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „სახურავები“ (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „წითელი მთები“ (1964, მხატვრის კუთვნილება) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება