მენზურა
მენზურა (ლათ. mensura — „საზომი“) — ლაბორატორიული მინის მზომი ჭურჭელი მოცულობის შკალით. მენზურები ძირითადად მინისაგან მზადდება, თუმცა შეიძლება სპეციფიურ პირობებში გამოვიყენოთ პოლიმერული მენზურებიც (მაგალითად, HF-თან მუშაობისას).
მენზურები მზადდება ქიმიურად მდგრადი მინისაგან, ამიტომ მათი გაცხელება და ძალიან ცხელი სითხის ჩასხმა არ შეიძლება. მენზურები ტევადობის მიხედვით შეიძლება იყოს 10 მლ-დან 2 ლმდე. როგორც წესი, ლაბორატორიაში ხშირად გამოიყენება 10, 25, 50, 100, 250, 500 მლ-იანი მენზურები. მენზურას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მინისავე დასადგამი ან დამატებითი პლასტმასისაგან დამზადებული სადგამი.
მენზურაზე შკალა დატანილია მინის მიხედვით ან თერმული საღებავით, რომელიც შეესაბამება სტანდარტულ ან ნორმალურ პირობებს.
მენზურებს იყენებენ სითხეების მოცულობის დასადგენად, ხსნარების მომზადებისას, ქიმიურ ექსპერიმენტში რეაგენტის ან გამხსნელის დამატებისას, არეომეტრით სითხის სიმკვრივის განსაზღვრისას და ა.შ. თუ ადვილად აქროლად და არასასიამოვნო სუნის მქონე ნაერთების მოცულობას ვზომავთ, მაშინ რეკომენდებულია საცობიანი მენზურების გამოყენება.
ანალიტიკური მიზნებისათვის სითხის მოცულობის აზომვისათვის მენზურის გამოყენება არაა რეკომენდებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 14-15