მემკვიდრეობის ბილიკი
მემკვიდრეობის ბილიკები — საფეხმავლო ბილიკები და სამანქანო მარშრუტები ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ნიშნებითა და მითითებულია სახელმძღვანელოებში, როგორც კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მარშრუტი. მემკვიდრეობა შეიძლება იყოს აგებული არქიტექტურული ძეგლი, ან შეიძლება იყოს კულტურული მემკვიდრეობის ნარატივი. უმეტეს შემთხვევაში ის განლაგებულია საჯარო სივრცეშია.
ბილიკი შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი საზოგადოების განვითარების, საზოგადოების ჩართულობის და კულტურული ძეგლის აღმოჩენის თვალსაზრისით.[1][2][3]
მემკვიდრეობის ბილიკი ხელს უწყობს, ურბანული კონსერვაციის საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდის და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის გზით. ასევე ხელს უწყობს ქალაქის ისტორიისა და დამახასიათებელი ნიშნების განვითარებას. ბილიკებს შეუძლია ადამიანები წაახალისოს, რომ მათ მხარი დაუჭირონ პროექტებს, როგორიცაა ისტორიული ძეგლების კონსერვაცია და დაცვა, მათ შესახებ ავთენტური ინფორმაციის შეგროვებისა და სხვადასხვა მედია სივრცეში მათი გამოქვეყნების საშუალებით. მემკვიდრეობის ნაწილია გამოჩენილი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები. სოციალური თვალსაზრისით, მემკვიდრეობის ძეგლებს აქვთ პოტენციალი, წვლილი შეიტანონ არეალის სიცოცხლისუნარიანობასა და იდენტობის შენარჩუნებაში. ხშირ შემთხვევაში, ეს არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, როგორიცაა ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, რელიგიური ადგილები და პარკები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ O'Brien, Avril S, Heritage trails : a concept for community participation, Western Australian Heritage Committee, http://trove.nla.gov.au/work/30887348. წაკითხვის თარიღი: 17 October 2016
- ↑ Karthigesu Thangamma, Discover Singapore heritage trails, National Heritage Board
- ↑ Brisbane's Living Heritage Network, Brisbane's Living Heritage Network, Brisbane Living Heritage Network, http://trove.nla.gov.au/work/200640910. წაკითხვის თარიღი: 17 October 2016