მელოურის ციხე

ციხესიმაგრე ვანის მუნიციპალიტეტში

მელოურის ციხე — ციხესიმაგრე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის სიახლოვეს, მაღალ მთაზე. ციხე მელოურის ხეობას აღმოსავლეთიდან გადაჰყურებს. იგი თითქმის წრიული ფორმისაა. ნაგებია ადგილობრივი, უხეშად დამუშავებული დიდრონი კვადრებით, როგორც გარედან ისე შიგნით. წყობა სწორხაზოვანია.

ამჟამად ციხესიმაგრე ნაწილობრივ მიწითა დაფარული. დასავლეთი კედელი ჩამოქცეულია. ციხის გალავნის საკმაოდ მყარად ნაგები კედლები შემორჩენილია 4-5 მ. ზოგან უფრო ნაკლები სიმაღლის. დასავლეთი კედლის ძირში ხუთი სათოფურია დატანებული. ციხის შიდა ტერიტორია ამოვსებულია მიწით. სამლოცველოს და ხაროს გარდა აქ სხვა სათავსი არ შემორჩენილა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელიც განგრეულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10050