მელანი ტიერი
მელანი ტიერი (ფრანგ. Mélanie Thierry; დ. 17 ივლისი 1981, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი.
მელანი ტიერი | |
---|---|
მელანი ტიერი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | მელანი ტიერი |
დაბადების თარიღი |
17 ივლისი 1981 სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1996-დღემდე |
ცნობილია შესრულებული როლით ფილმში „ბაბილონი ახალი წელთაღრიცხვით“ (2008). სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მონაწილეობას იღებდა ფრანგულ ფილმებში. 17 წლის ასაკში პატარა როლი მიიღო ჯუზეპე ტორნატორეს ფილმში „ლეგენდა პიანისტზე“ (1998). ჰოლივუდში მისი დებიუტი შედგა ფანტასტიკურ ფილმში „ბაბილონი ახალი წელთაღრიცხვით“, სადაც შეასრულა „ავრორას“ როლი. ტენესი უილიამსის პიესაში „თოჯინაში“ შესრულებული როლისთვის ნომინირებული იყო მოლიერის პრემიაზე 2009 წელს. 2010 წელს მიიღო სეზარის პრემია კატეგორიაში ყველაზე იმედისმომცემი მსახიობი შესრულებული როლისთვის ფილმში „ერთი გზისთვის“. 2010 წელს გახდა სუნამოების სარეკლამო კომპანიის „Belle d’Opium“-ის სახე. 2002 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება რაფაელ აროშთან. ჰყავს ორი შვილი.