მეიდოფის საინვესტიციო აფიორა
მეიდოფის საინვესტიციო სკანდალი — NASDAQ-ის ყოფილი თავმჯდომარის – ბერნარდ მეიდოფის ბიზნესთან დაკავშირეული სკანდალი. სკანდალმა თავი იჩინა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეიდოფის ბიზნესი სინამდვილეში საფინანსო პირამიდა იყო. 2008 წლის 11 დეკემბერს ფედერალურმა პოლიციამ დააპატიმრა მეიდოფი და მას ბრალი დასდო სისხლის სამართლის 11 დანაშაულში. ასევე მას ადანაშაულებენ მსოფლიოში უდიდესი საფინანსო პირამიდის შექმნაში. ფედერალური ბრალდების თანახმად, მეიდოფმა თავის ფონდში 65 მილიარდი აშშ-ის დოლარი მიიღო, თუმცა 1980-იანი წლებიდან მის ფონდს ჩაბარებული თანხის ინვესტიცია არ გაუკეთებია.[1][2] მადოფმა დააფუძნა უოლ სტრიტის ფირმა Bernard L. Madoff Investment Securities LLC 1960 წელს და იყო მისი თავმჯდომარე დაპატიმრების დღემდე.[3][4] ბერნარდ მედოფი აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 150-წლიანი სასჯელი მიუსაჯა.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „უოლ სტრიტის ლეგენდა ბერნარდ მედოფი დააპატიმრეს უდიდესი საფინანსო პირამიდის შექმნისთვის“. თაიმს ონლაინ. გაზეთი თაიმზი. 12 დეკემბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-14. ციტირების თარიღი: 2009-03-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ბრაი, ჩადი (12 მარტი, 2009). „მადოფს ადანაშაულებენ მახინაციაში“. უოლ სტრიტის ჟურნალი. დოუ ჯონსი, ინკ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „The Madoff Case: A Timeline“. The Wall Street Journal. 6 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ დავიდ გლოვინი. (2009-02-11) Madoff Prosecutors Get 30 More Days for Indictment. ბლუმბერგი.
- ↑ http://www.trud.ru/issue/shortnews.php?id=74731
- ↑ DIANA B. HENRIQUES. (2009-06-29) Madoff Is Sentenced to 150 Years for Ponzi Scheme. ნიუ იორკ ტაიმზი.