მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; მედალი, რომლითაც ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.[1] მედალი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1992 წლის 24 დეკემბერს.

მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“

ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიმედალი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი24 დეკემბერი, 1992
რიგითობა
მაღალი ჯილდომედალი „მხედრული მამაცობისათვის“
დაბალი ჯილდოღირსების მედალი

„საბრძოლო დამსახურებისათვის” მედლის ესკიზის ავტორია არქიტექტორი გიორგი ავსაჯანიშვილი.[2]

მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის” წარმოადგენს 33 მმ დიამეტრის ოქროსფერ მრგვლოვან სილუეტს. მედლის ავერსი დაყოფილია რვა ტოტად, რომლის თითოეულ სეგმენტში ჩაწნულია ჯაჭვისებრი ხლართით გამიჯნული ცხრა რელიეფური სხივი. 17 მმ დიამეტრის წრიული ფორმის ვერცხლისფერ შუაგულში გამოკვეთილია შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელზეც ამოზიდულია ორი განსხვავებული დიამეტრის წრე. მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 25 მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2 მმ სიგანის ორ მწვანე ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები. მედლის რევერსზე შუაგულში ამოტვიფრულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო მის გარშემო წრიულად წარწერა – „საბრძოლო დამსახურებისათვის”.[2]

მედალის მფლობელები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება