მეგაზოსტროდონი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მეგაზოსტროდონი (ლათ. Megazostrodon) — აწ გადაშენებული ძუძუმწოვარი ცხოველი; ზოგადად მოიაზრება როგორც ერთ-ერთი პირველი ძუძუმწოვარი გაჩენილი დედამიწაზე დაახ. 200 მილიონი წლის წინ. მას ჰქონდა ზოგიერთი არაძუძუმწოვართათვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ისინი უმნიშვნელო იყო, რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ეს ცხოველი წარმოადგენს ცინოდონტებსა ან ძუძუმწოვართა მსგავს რეპტილიებსა და ნამდვილ ძუძუმწოვრებს შორის გარდაქმნის ბოლო სტადიას.