აჯანყებულთა ალიანსი

(გადამისამართდა გვერდიდან მეამბოხეთა ალიანსი)

რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი (აგრეთვე ცნობილი როგორც აჯანყებულთა ალიანსი და არაფორმალურად - როგორც ამბოხება) — ვარსკვლავთშორისი ფრაქცია ვარსკვლავური ომების გამოგონილ სამყაროში.

აჯანყებულთა ალიანსი (რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი)
ვარსკვლავური ომები

ემბლემა
ტიპი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მიზნად რესპუბლიკის ფორმირებას ისახავს
დაარსდა 2 იბ, კორელიანის ხელშეკრულების დადებასთან ერთად
დაიხურა 4 იბშ, თავისუფალი პლანეტების ალიანსის დეკლარირების შემდეგ
ბედი რეორგანიზებულია თავისუფალი პლანეტევის ალიანსის, შემდეგ კი ახალი რესპუბლიკის და წინააღმდეგობის სახით
ადგილმდებარეობა დანტუინი, იავინ IV, ჰოთი, სხვა ბაზები
ლიდერი მონ მოთმა
წამყვანი პიროვნებები ბეილ ორგანა, გარმ ბელ იბლისი, ადმირალი აკბარი, კაბინეტი
ვალუტა გალაქტიკური სტანდარტული კრედიტი (იმპერიული დატარია)
დაარსების დოკუმენტი ამბოხების დეკლარაცია
ოფიციალური ენა ძირითადი

აჯანყებულთა ალიანსი იმპერიულ ფლოტს უპირისპირდებოდა, რადგან იბრძოდა ძველი რესპუბლიკის იდეალებისთვის. იგი პირველად ჩნდება 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები და მონაწილეობდა მის გაგრძელებებში იმპერიის საპასუხო შეტევა და ჯედაის დაბრუნება. ფრაქციის წარმოშობაზე მინიშნებები გაჩნდა ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება. მისი ადრეული პერიოდი ასახულია Disney XD-ის სერიალში ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები.

როდესაც გაჩნდა პირველი ორდენი, ახალი რესპუბლიკის მიერ ჩამოყალიბდა ჯარები სახელით 'წინააღმდეგობა. მათ რიგებში ძველი ალიანსის წევრებიც იყვნენ. ეს გაერთიანება ჩნდება ფილმში ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება