მდინარე ვალერიკის ბრძოლა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
მდინარე ვალერიკის ბრძოლა
თარიღი 1840 წლის 11–23 ივლისი
მდებარეობა ჩეხინსკის ტყე, გროზნოდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კმ-ში
შედეგი რუსების გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის იმპერია

კავკასიის იმამატი
მეთაურები
რუსეთის დროშა აპოლონ გალაფეიევი
აჰბერდილა მუჰამადი
ისა გენდერგენო
დანაკარგები
71 დაიღუპა,
265 დაიჭრა და ფსიქიკური პრობლემები მიღო,
8 დაიკარგა
150 დაიღუპა
მდინარე ვალერიკის ბრძოლა ვიკისაწყობში

მდინარე ბალერიკის ბრძოლა — რუსეთის კავკასიის დაპყრობის ერთ-ერთი შემადგენელი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1840 წლის 11 ივლისს. ეს მოხდა გროზნაიას (ახლანდელი გროზნო) ციხე-სიმაგრის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ზე საიმპერატორო რუსეთის არმიასა და ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებს შორის, ნაიბ (მეფისნაცვალი) აჰბერდილა მუჰამედის მეთაურობით.[1] ეს ბრძოლა კვლავ ძალიან ცნობილია მიხაილ ლერმონტოვის ლექსის ,,ვალერიკის" გამო.

ვითარება აღმოსავლეთ კავკასიაში ბრძოლის წინა დღეს

რედაქტირება

ჩეჩნეთის მოსახლეობის განიარაღების მცდელობამ 1840 წლის გაზაფხულზე გამოიწვია არეულობა, რომელიც გადაიქცა აშკარა აჯანყებაში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კავკასიის წინააღმდეგობის ლიდერმა, იმამ შამილმა გამოიყენა შესაძლებლობა დაენიშნა აჰბერდილა მუჰამედი მცირე ჩეჩნეთის ნაიბად (გუბერნატორად) და გახადა ნადტერეჩნი ჩეჩნების, ინგუშეთში მცხოვრები ტომების, გალაშევცის (გალაშკელები) და არშტინს ლიდერი. რუსეთის მთავრობა მიხვდა, რომ ფართომასშტაბიანი აჯანყება მზადდებოდა.

6 ივლისს გალაფეევის რაზმი გაემგზავრა გროზნაიას ციხიდან და დაიწყო ციხესიმაგრეების სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მინდვრებისა და სოფლების განადგურება, რის გამოც მოსახლეობა გაიქცა. აჯანყებულებს პირდაპირ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ ისინი მუდმივად აწყობდნენ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც რუსებს აწუხებდათ და ზარალს აყენებდნენ. რაზმის მარშუტი სოფელ აჩხოისკენ გადიოდა, რომლისკენ მიმავალი გზა ჩეხინსკის ტყეს ჰკვეთდა და მდინარე ვალერიკზე გადადიოდა.

ბრძოლის მსვლელობა

რედაქტირება

რუსები მარშუტის გზაზე, ტყის გასწვრივ იყვნენ განლაგებულები. მდინარის მიახლოებისას პირველი შეტაკება მოხდა, როდესაც ჩეჩნება მტერს ზურგიდან ესროლეს. რუსი თავდამსხმელები სწრაფად რაგირდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს.

მალე რუსულმა რაზმმა მიაღწია ვალერიკს. მდინარე ამ შემთხვევაში კვეთდა იმ გზას, რომელსაც რუსები ხშირად იყენებდნენ. რუსების მხრიდან მდინარის ნაპირი ღია იყო, მაგრამ მოპირდაპირე მხარე ციცაბო და ტყიანი. ზის ორივე მხარეს აჯანყებულებმა მოჭრეს ხეები, რათა საბრძოლო ველი შეექმნათ.

აჯანყებულთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც მოწყვეტილი იყვნენ მთავარ ძალებს, ცდილობდნენ შეტევა მიეყენებინათ კოლონაზე და გენერალ გალაფეევის შტაბ-ბინაზე, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. შეტაკებები გარკვეული დროით გაგრძელდა აბატების მახლობლად, ტყეში, რომელსაც აჯანყებულები განსაკუთრებით თავდაჯერებულად იცავდნენ, მაგრამ ექვსი საათისთვის ბრძოლა თანდათან შენელდა და დამხმარე ძალები რუსებს მდინარის გადაკვეთაში დაეხმარნენ.

 
ვალერიკის ბრძოლა, მიხეილ ლერმონტოვის მიერ

შედეგები

რედაქტირება

ვალერიკის გადაკვეთის შემდეგ, გალაფეევის რაზმი გადავიდა აჩხოიში, სადაც მას დიდი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ ამბოხებულები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსები ვერ შეძლებდნენ ვალერიკის გადალახვას, ამიტომ აჩხოისა და სხვა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ სახლები არ დატოვა, რუსების უშუალოდ არ მისვლამდე. აქ გალაფეევის რაზმს შეხვდნენ ჯარები გენერალ-მაიორ ივან ლაბინცევის მეთაურობით, რომლებიც ანალოგიურ ოპერაციებს ასრულებდნენ ინგუშეთში. 14 ივლისს გალაფეევის რაზმი დაბრუნდა გროზნაიაში.

1840 წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის სერიის მსგავსი ოპერაციების შემდეგ ჩეჩნეთში და ინგუშეთში აჯანყებების სერია ჩაქრა. აჯანყებულებს, რომლებსაც არ სურდათ ამ ვითარების მიღება, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ დაღესტნის მთიანი მხარე.

დანაკარგები

რედაქტირება

გალაფეევის რაზმის სამოქმედო ანგარიშის თანახმად, დანაყოფის დანაკარგები იყო:[2]

მოკლეს: ერთი ოფიცერი, 65 ქვედა რანგის ჯარისკაცი;

შეძრწუნებული: ოთხი ოფიცერი, 46 ჯარისკაცი;

დაჭრეს: ორი შტაბის ოფიცერი, 15 სხვა ოფიცერი, 198 ქვედა რანგის მებრძოლი;

დაკარგული: ერთი ოფიცერი, შვიდი ჯარისკაცი

აჯანყებულების მხრიდან ბრძოლის ველზე 150 ადამიანი დაიღუპა. ჯაშუშების ცნობით, აჰბერდილა მუჰამედი ფეხში დაჭრეს. ლერმონტოვმა წერილში აღნიშნა, რომ აჯანყებულების 600 გვამი იყო დარჩენილი. [3][4]

  1. Карпеев И. "Наиб Ахбердилав"[მკვდარი ბმული] [Naib Ahberdilav]. Motherland. Archived from theoriginal on July 13, 2011. Retrieved March 3, 2011. По данным П. Х. Граббе, «в участке Мичиковском под начальством Шуаип-муллы состоит около 1500 семейств, а в участке Малой Чечни под ведением Ахверды Магомы — 5700
  2. Hozhay, Dalhan (1998). Чеченцы в русско-кавказской войне [Chechens in the Russian-Caucasian war]. SEDA. ISBN 5-85973-012-8.
  3. Bagby, Lewis, ed. (2002). Lermontov's "A Hero of Our Time": A Critical Companion. Chicago: Northwestern University Press. p. 78. ISBN 978-0-8101-1680-1.
  4. Lermontov, Mikhail (1981). "Письмо Лопухину А. А., <12 сентября 1840 г. Из Пятигорска в Москву>" [Letter to B. A. Lopukhin, 12 September 1840 from Pyatigorsk in Russia]. Лермонтов М. Ю. Собрание сочинений: В 4 т. 4. Л.:Наука. p. 422.