მაჯდ-ოს-სალტანეირანელი გენერალი, „ქალაქ თბილისის აღწერის“ ავტორი, ყაჯართა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მის შესახებ მწირი ცნობებია ჩვენამდე მოღწეული. ცნობილია, რომ იგი ურმიიდან მთელი ოჯახით თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამის მიზეზად ის თავის ქვეყანაში სწავლა-განათლებისათვის არასაკმარის პირობებს ასახელებდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცულია სპარსული ხელნაწერი წიგნების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომლის საფუძველს შეადგენს მაჯდ-ოს-სალტანეს მიერ შეკრებილი ხელნაწერები. ეს კოლექცია ფრიად საყურადღებო ერთეულებს შეიცავს. კოლექციაში მოიპივება თვით მისი მფლობელის და შემკრების ნაწარმოებები, რომლებიც ახასიათებენ მათ ავტორს, როგორც პროგრესულად მოაზროვნე ირანელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 571

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება