მახიკო გონსალესი

სალვადორელი ფეხბურთელი

ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი (ესპ. Jorge Alberto González Barillas; დ. 13 მარტი, 1958, სან-სალვადორი, სალვადორი) — სალვადორელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც მახიკო გონსალესი. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სალვადორის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით სალვადორის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[2][3][4]

მახიკო გონსალესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი[1]
დაბადების
თარიღი
13 მარტი, 1958 (1958-03-13) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-სალვადორი, სალვადორი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1975–1976 ანტელი
1976–1977 ინდეპენდიენტე
1977–1982 ფასი
1982–1984 კადისი 74 (30)
1985 ვალიადოლიდი 9 (2)
1986–1991 კადისი 120 (28)
1991–1999 ფასი
ეროვნული ნაკრები
1976–1998 სალვადორი 62 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ადრეული წლები

რედაქტირება

ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი ოსკარ ერნესტო გონსალესისა და ვიქტორია ბარილიასის საშუალო შეძლების მრავალშვილიან ოჯახში, 1958 წლის 13 მარტს სან-სალვადორის აგლომერაციაში დაიბადა. მშობლების რვა შვილიდან (შვიდი ძმა და ერთი და) ხორხე ყველაზე უმცროსი იყო. ძმებს შორის ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე მის გარდა მხოლოდ ერთი — მაურისიო გონსალესი (ესპ. Mauricio Ernesto González Barillas) თამაშობდა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

საკლუბო კარიერას 1975 წელს სალვადორის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ანტელის“ შემადგენლობაში იწყებს, სადაც სალვადორის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობაზე (ესპ. Primera División de Fútbol de El Salvador) ორი სეზონის განმავლობაში თამაშობს. 1976–1977 წლებში სან-ვისენტეს „ინდეპენდიენტეში“ აგრძელებს თამაშს. 1977–1982 წლებში სანტა-ანას „ფასის“ რიგებში გამოდის.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1976–1998 წლებში სალვადორის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.

სალვადორი
წელი მატჩი გოლი
1976 2 0
1977 8 2
1978 1 0
1979 3 0
1980 12 9
1981 5 1
1982 6 2
1983 1 0
1985 2 0
1989 1 0
1991 1 1
1992 13 5
1993 5 1
1998 2 0
ჯამში 62 21

მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება

მახიკო გონსალესმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[5]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982   ესპანეთი   11 თავდამსხმელი 3 0 0 0 3 ჯგუფური ეტაპი

მიღწევები

რედაქტირება
  ფასი
სალვადორის პრიმერა დივიზიონი
  • ჩემპიონი: 1977–78, 1978–79, 1981, 1994–95, 1995–96
კონკაკაფის ჩემპიონთა თასი
  • თასის მფლობელი: 1979

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jorge Alberto González Barillas
  2. IFFHS' Players and Keepers of the Century for many countries · This list is based on the IFFHS' Century Elections for each continent · Country: El Salvador · Player of the Century: Jorge Alberto González // 21 იანვარი, 2000. Marcelo Leme de Arruda for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2019.
  3. The Magical tale of Jorge Alberto González Barillas// The mention of ‘The Magician’ (El Magico) will spark a broad smile to anyone who hails from the vibrant coastal city of Cadiz, of course the one and only magician they are thinking of is El "Mágico González!" // 30 იანვარი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 7 ნოემბერი, 2019. წყარო: chefutbol.com. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  4. Maldonado, Julio (4 თებერვალი, 2003). Mágico: el genio indisciplinado// ‘Mágico’ González (13-3-1958, El Salvador) dejó destellos de su genial locura en el Cádiz y el Valladolid y también muestras de su amor por la noche. Maradona se declaró admirador suyo y Menotti, un exquisito del fútbol, se lo llevó con el Barça a una gira por América. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 7 ნოემბერი, 2019. წყარო: AS.com. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
  5. Jorge Gonzalez in the World Cups წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2020.