მახიარეთის ნაგებობა და კოშკი

მახიარეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფელში შემავალი გზის მარცხნივ, შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია მრგვალი კოშკის დასავლეთ კედლის ნანგრევი. სამშენებლო მასალა ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვაა. კედლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 123