მახიარეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მახიარეთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის უხეშად დამუშავებული მოთეთრო ქვითაა ნაგები. კედლები შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლები.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ცილინდრული კამარის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში მცირე, სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ კედელში შესასვლელის კვალია, ამავე კედელში მოთავსებულია ნიშა. ეკლესია ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 121