მახვილის ციხე, ხორჯის ციხე — თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის ზემო დინებაზე.

(ქც 4: 550,21, სქ. 2). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში:

ვიკიციტატა
„...ამ ხევს ზეით, განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, არამედ აწ უქმი.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1885 წ. გვ. 167)

მდებარეობს პანკისის ხეობის უკიდურეს აღმოსავლეთში, ამჟამად შემორჩენილია გრანდიოზული ციხე-სიმაგრის უმნიშვნელო ნაშთი. ხორჯის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ., „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება