მაჭანკალი — მექორწინე მხარეთა საქმის მომგვარებელი, შუამავალი, რომელიც გასამრჯელოს მიღების პირობით დასაქორწინებელთა, უმთავრესად ვაჟის ოჯახის, დავალებებს ასრულებდა.

ისტორიულად მაჭანკლობა განვითარდა შუაკაცთა ინსტიტუტიდან, რაც არქაული დროიდან იყო ცნობილი საქორწინო ურთიერთობებში. პროფესიონალი ეკონომიკურად დაინტერესებული მაჭანკალი საქართველოში კაპიტალისტური ურთიერთობებთან ერთად გაჩნდა. ამ საქმეს ძირითადად მისდევდნენ ასაკოვანი პირები (უპირატესად ქალები), რომლებიც უმთავრესად ქვრივებისა და მატერიალურად დაინტერესებული საქორწინო ურთიერთობებს არიგებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ითონიშვილი ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 514, თბ., 1983