მაცაცო ლოსაბერიძე

მაცაცო ლოსაბერიძე (დ. 22 აგვისტო, 1958 — გ. 22 თებერვალი , 2013) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1958 წლის 22 აგვისტოს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა. დაამთავრა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენს და ლიტერატურის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სიცოცხხლის ბოლომდე მუშაობდა 23-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

მაცაცო ლოსაბერიძე იყო იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრი. იგი არის მრავალი პრემიებისა და ორდენის კავალერი.

2001 წელს, აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2005 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრი იყო. ამავე წელს, გაზეთში გამოქვეყნებული აქტუალური წერილებისათვის მიენიჭა გაზეთის „უქიმერიონი“ პრემია.

2006 წელს, აჭარელი პოეტ ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული პრემია.

2008 წელს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

2009 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა მიანიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემია, ხოლო 2010 წელს იგი ოთარ მამფორიას სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა.

მაცაცო ლოსაბერიძეს გამოცემული აქვს წიგნები „ქალის ფენომენი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“, „შორეული ასოციაციები სიახლოვისათვის“ და „იდუმალება“.

გარდაიცვალა 2013 წლის 22 თებერვალს. დაკრძალულია ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება