მაშტოც აირაპეტის ეკლესია

მაშტოც აირაპეტის ეკლესია (სომხ. Մաշտոց Հայրապետ եկեղեցի) — XII საუკუნის ეკლესია სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციის სოფელ გარნიში.

მაშტოც აირაპეტის ეკლესია
მაშტოც აირაპეტის ეკლესია — სომხეთი
მაშტოც აირაპეტის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი კოტაიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა გარნი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XII საუკუნე
დეტალები

მაშტოც აირაპეტის (ანუ მაშტოც პატრიარქის) ეკლესია აგებულია ტუფისაგან XII საუკუნეში წარმართული სალოცავის ადგილზე. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს დგას ქვა ფრინველის გამოსახულებით, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია წარმართულ სალოცავთან. ტაძარი მცირე ზომისაა. ოთხივე ფასადზე და გუმბათის ყელზე ორნამენტებია. ეკლესიის გარშემო რამდენიმე ხაჩქარია. ეკლესიის მახლობლად სოფელ გარნიში მდებარეობს I საუკუნის წარმართული ტაძარი, სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია, IV საუკუნის ეკლესიის ნაშთები, მანუკ-ტუხის ეკლესიის ნანგრევები, ავუც-ტარის ეკლესია, წმინდა სერგის ეკლესია და კატრანიდე I-ის ალტარი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება