მაშთაღა (აზერ. Maştağa) — აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოს საბუნჩუს რაიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დაბა. განლაგებულია იმავე სახელწოდების რკინიგზის სადგური.

დასახლებული პუნქტი
მაშთაღა
აზერ. Maştağa
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°31′43″ ჩ. გ. 50°00′37″ ა. გ. / 40.52861° ჩ. გ. 50.01028° ა. გ. / 40.52861; 50.01028
ცენტრის სიმაღლე 19 მეტრი
მოსახლეობა 43 700 (2013)
მაშთაღა — აზერბაიჯანი
მაშთაღა

ადრინდელ ხანაში ცნობილი იყო, როგორც მაშთაღას დასახლება. აზერბაიჯანელი ისტორიკოსის სარი აშურბეილის აზრით, დასახლებამ ეს დასახელება მიიღო მასკუთებისგან, რომელნიც ცხოვრობდნენ კასპიის ზღვის სანაპიროზე.[1] XIX საუკუნის აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აბას-კული აღა ბაქიხანოვის აზრით, რომელიც მან თავის ნაშრომ „გიულისტან -ირამში“ გამოთქვა, გამომდინარეობს სიტყვა „მასაგეთებისაგან“. [2]

დაბის სტატუსი მაშთაღამ 1937 წელს მიიღო.

მაშთაღაში მოქმედებდა საკონსერვო ქარხანა და ხის გადამამუშავებელი კომბინატი, მიმდინარეობდა ქვის მოპოვება - დამუშავება.

  1. Ашурбейли С. Б. О названии города Баку. ДАН Азерб. ССР 1958
  2. Сумбатзаде А. С. Азербайджанцы, этногенез и формирование народа. Элм 1990. isbn = 5-8066-0177-3