მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურა

მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურა აირგანმუხტავი სინათლის წყარო. განასხვავებენ ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მწვნ-ებს. ზოგადი დანიშნულების მწვნ-ები ფართოდ გამოიყენება გარე განათებისთვის, თუმცა მას 1980-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად ავიწროვებს უფრო ეფექტიანი მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურა და მეტალჰალოგენური ნათურა. სპეციალური დანიშნულების მწვნ-ებს უფრო ვიწრო გამოყენება აქვთ და გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და მედიცინაში.

125 W ნათურა
80 W ნათურის სინათლის ტემპერატურის (ფერის) ცვლილება ანთების მომენტიდან

მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურა საქართველოში

რედაქტირება

მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურები საქართველოში გამოიყენება 1960-იანი წლებიდან, ძირითადად გარე განათებისთვის. 1960-იანი წლების ბოლომდე გარე განათებისთვის უმეტესად გამოიყენებოდა მილისებრი დაბალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურები, რომლებიც თანდათანობით ჩაანაცვლა მწვნ-მ. გარე განათებისთვის გამოიყენებოდა 125W (ეზოებში და პარკებში), 250W (შიდაკვარტალურ და მეორეხარისხოვან ქუჩებზე) და 400W (მთავარ ქუჩებსა და გზატკეცილებზე) სიმძლავრის მწვნ-ები, ხოლო უფრო დიდი სიმძლავრის (1000W) ნათურებს იყენებდნენ რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და დიდი სამრეწველო ტერიტორიების გასანათებლად. 1970-იანი წლების ბოლოდან დაიწყეს მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურების აქტიური გამოყენება, რამაც ბოლო წლებში მწვნ თანდათან განდევნა. ამჟამად მწვნ-ები შემორჩენილია მხოლოდ კერძო სამრეწველო ტერიტორიებზე, რკინიგზის სადგურებთან და რეგიონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Persistent Lines of Neutral Mercury (Hg I). Physics.nist.gov. Retrieved on 2012-01-02.
  • Nave, Carl R. Atomic Spectra. HyperPhysics website. Dept. of Physics and Astronomy, Georgia State Univ. USA (2010). Проверено 28 февраля 2012. Архивировано 3 июня 2012 года.
  • Зайдель А. П., Прокофьев В. П., Райский С. М., Слитый В. А., Шрейдер Е. Я. Таблицы спектральных линий. — 4-е изд. — М.: Hаука, 1977.
  • Принцип работы лампы ДРЛ: расшифровка, устройство и технические характеристики (рус.). razvodka.com. Проверено 15 сентября 2018.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება