ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაფინი — კექსის ამერიკული ვარიანტი, პატარა ზომის მრგვალი ან ოვალური ფორმის ნამცზვარი სველი, მარცვლოვანი ტექსტურით, უმეტესად ტკბილი. შიგთავსში შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა პროდუქტი - შოკოლადი, ბანანი, ჟოლო, მაყვალი, ვანილი, დარიჩინი, ატამი, ფორთოხალი, სტაფილო, გოგრა, თხილი, ლიმონი, ყველი და სხვა. იცხვება ფორმაში. ჩვეულებრივი კაპკეიკისგან განსხვავებით დესერტის მაგივრად საუზმედაც იხმარება, არ შეიცავს კრემს და შეიძლება შეიცავდეს მყარ ინგრედიენტებს - ხილის ნაჭრებს, კენკრებს. იყიდება კაფეებში, საკონდიტროებში, ზოგ სწრაფი კვების ობიექტში, ქარხნული წარმოების - მაღაზიებში. წარმოიშვა ამერიკაში მე-19 საუკუნეში.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

არსებობს სიტყვის წარმოშობის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ზუსტი ფუძე უცნობია. მე-19 საუკუნის წყარო მიგვითითებს ბერძნულ "მაფულაზე" - კეცზე დამზადებული პურის სახეობაზე. სხვა ვერსიებია ფრანგული "mou-pain" - "რბილი პური" და, ყველაზე გავრცელებული, ძველი გერმანული "muffen" - პატარა ნამცხვარი მრავლობით რიცხვში.

მომზადების წესი

რედაქტირება

ფქვილი და სოდა იზავება კვერცხთან, კარაქთან და ნებისმიერ შიგთავსთან, ხანდახან რძესთან, რომელიც მაფინის შეფერილობაზე მოქმედებს. ნაზავი ისხმევა ინდივიდუალურ ფორმებში ან სპეციალურ დაყოფილ დაფაში და ღუმელში ცხვება. ქარხნული წარმოების მაფინებში შესაძლოა დამატებითი არომატიზატორების და კონსერვანტების დამატება. მაფინებისთვის განკუთვნილი დაფა მეტალური ან პლასტმასურია და შეიცავს რამდენიმე მრგვალ ჩაღრმავებას, რომლებიც ხშირად იზეთება ნაზავის დაფაზე მიკრობის თავიდან ასაცილებლად. ინდივიდუალური ფორმები მზადდება ქაღალდისგან ან სილიკონისგან. მაფინის ზომის სტანდარტი უმნიშვნელოდ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში.

ბრიტანული

რედაქტირება

არსებობს ასევე ბრიტანული ან ინგლისური წარმოშობის ბრტყელი, უტკბო, დისკის ფორმის მაფინი. ის მზადდება ფქვილისგან და დროჟისგან ტაფაზე, რის გამოც დისკის ფორმას იღებს. ითვლება სასაუზმე საკვებად. ხშირად თან ახლავს ჩაი ან ყავა, თაფლი, ჯემი, შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, სოსისი, კარაქი, ბეკონი და სხვა. ასეთი ტიპის მაფინი პოპულარულია ინგლისურენოვან ქვეყნებში, სადაც ცნობილია როგორც "ინგლისური მაფინი" ან უბრალოდ მაფინი გაერთიანებულ სამეფოში. ამერიჯული მაფინის გავრცელებამ ინგლისური მაფინის პოპულარობა ბევრად შეამცირა. ინგლისურ ლიტერატურაში პირველი ხსენება გვხვდევა მე-18 საუკუნეში,[1] დაარქივებული 2022-01-23 საიტზე Wayback Machine. თუმცა კერძი უდავოდ უფრო ძველია.

წყაროები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაფინი“-დან