მაურიციო მალვესტიტი
მაურიციო მალვესტიტი (იტალ. Maurizio Malvestiti; დ. 25 აგვისტო, 1953) — რომის კათოლიკური ეკლესიის ლოდის ეპარქიის ეპისკოპოსი. აღნიშნულ რანგში იგი დაინიშნა 2014 წლის 26 აგვისტოს,[1] როდესაც მან ჯუზეპე მერისი შეცვალა.[2]
მაურიციო მალვესტიტი | |
---|---|
ეპისკოპოსი | |
პროვინცია | ბერგამო |
ეპარქია | ლოდის ეპარქია |
ეკლესია | რომის კათოლიკური ეკლესია |
ინთრონიზაცია | 11 ოქტომბერი 2014 |
წინამორბედი | ჯუზეპე მერისი |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 25 აგვისტო, 1953 |
დაბადების ადგილი | სოფელი მარნი |
ეროვნება | იტალია |
რელიგია | კათოლიკე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1953 წლის 25 აგვისტოს, ბერგამოს პროვინციაში, ფილაგოს კომუნის სოფელ მარნიში. სწავლობდა ბერგამოს სემინარიაში; მღვდლის ხარისხი მიენიჭა 1977 წელს. ამის შემდეგ, მან თეოლოგიური სწავლება რომში განაგრძო, სადაც პარალელურად გაიღრმავა ფრანგულისა და ინგლისურის ცოდნა.
1978-1994 წლებში ის ბერგამოს სემინარიაში ასწავლიდა. 1994-დან 2009 წლამდე ის იყო აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიების საკითხებში კონგრეგაციის ოფიციალური წარმომადგენელი.[3] 2009 წლის 19 ივნისს იგი კავშირის უმცროსი მდივანი გახდა, იყო სამი პრეფექტის პირადი მდივანი — აკილე სილვესტრინის, იგნატ მუსა I-ის და ლეონარდო სანდრის.
2014 წლის 26 აგვისტოს, პაპმა ფრანცისკემ მალვესტიტი ლოდის ახალ ეპისკოპოსად დანიშნა.[4][5] ხელდასხმა 2014 წლის 11 ოქტომბერს კარდინალ ლეონარდო სანდრის მიერ მიიღო წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, უკვე 26 ოქტომბერს კი ლოდში, კარდინალმა ანჯელოს კოლამ გამოაცხადა ეპისკოპოსად. ლიტურგია აღავლინა ეპარქიის ყველა მღვდელმა, კარდინალ ლეონარდო სანდრის ხელმძღვანელობით. საზეიმო წირვაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ეპისკოპოსები, მათ შორის ჯაკომო კაპუცი, ნინო სტაფიერი, დიეგო კოლეტი და კლაუდიო ბაჯინი.[6]
საეკლესიო რანგი
რედაქტირება- : კათოლიკური ეკლესიის მღვდელი - 11 ივნისი, 1977
- : მისი უწმინდესობის კაპელანი - 1996[7]
- : პრელატი - 26 აგვისტო, 2006
- : კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი - 26 აგვისტო, 2014
გალერეა
რედაქტირება-
ეპისკოპოსად კურთხევა. მამა მაურიციოს წინ დგას მარონიტი პატრიარქი რაჩი, მათ უკან კარდინალები - ლეონარდო სანდრი და გერჰარდ ლუდვიგ მიულერი.
-
ახლად კურთხეული ეპისკოპოსი მალავეცი ხალხს ლოცავს.
-
ახლად კურთხეული მალავეცი, 11 ოქტომბერი, 2014.
-
თავის ეპარქიაში დაბრუნებული ეპისკოპოსი მალავეცი, 26 ოქტომბერი, 2014.
-
ეპისკოპოსი მალვესტიტი მონდოვის ახლადარჩეულ ეპისკოპოს მამა ეჯიდიო მირაგოლის თავზე ცუკეტოს ახურავს, 29 სექტემბერი 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ L'Eco di Bergamo.it. (August 26, 2014) La Diocesi di Bergamo in festa - Mons. Malvestiti vescovo di Lodi Italian. L'Eco di Bergamo. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2014. ციტირების თარიღი: August 26, 2014.
- ↑ Bollettino Sala Stampa della Santa Sede. (August 26, 2014) Rinunce e nomine, 26.08.2014 Italian. http://press.vatican.va.+ციტირების თარიღი: August 26, 2014.
- ↑ L'Eco di Bergamo.it. (June 19, 2009) Il bergamasco mons. Maurizio Malvestiti Sottosegretario alle Chiese Orientali Italian. L'Eco di Bergamo. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 26, 2014. ციტირების თარიღი: August 26, 2014.
- ↑ Il Cittadino.it. (August 26, 2014) Mons. Malvestiti nuovo vescovo Italian. Il Cittadino. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 29, 2014. ციტირების თარიღი: August 26, 2014.
- ↑ Il Cittadino.it. (August 27, 2014) Il primo messaggio ai fedeli (The first message to the faithful) Italian. Il Cittadino. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2014. ციტირების თარიღი: August 27, 2014.
- ↑ Carlo D'Elia. (October 27, 2014) Nuovo vescovo di Lodi: il forte abbraccio dei fedeli Italian. Il Giorno.it. ციტირების თარიღი: November 12, 2014.
- ↑ Maurizio Malvestiti è il nuovo vescovo di Lodi.