მაუის დელფინი
მაუის დელფინი ან პოპოტო (Cephalorhynchus hectori maui) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ყველაზე პატარა სუბსახეობა დელფინთა შორის.[1]
მაუის დელფინი და ჰექტორის დელფინი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი და სამხრეთი კუნძულების დელფინები არიან. მაუის დელფინები მხოლოდ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის დასავლეთ ნაწილში ბინადრობენ. Cephalorhynchus hectori-ის ეს ორი სუბსახეობა ახალი ზელანდიის ერთადერთი ენდემური სახეობაა ვეშაპისნაირთა შორის.[2] მაუის დელფინები ძირითადად სანაპიროთა მახლობლად ჯგუფებად ცხოვრობენ. ძირითადად წყალმარჩხებში, ისეთ წყლებში ბინადრობენ, რომლსი სიღრმეც 20 მეტრამდეა. შესაძლებელია მაუის დელფინები სანაპიროსგან მოშორებითაც ცხოვრობდნენ.
2012 წლის მოხსენების მიხედვით, 2014 წელს ბუნების მსოფლიო ფორდმა ახალ ზელანდიაში „The Last 55“ კამპანია წამოიწყო. 2014 წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთი კუნძულის ზღვის ძუძუმწოვართა თავშესფრის დასავლეთი სანაპიროს 3000 კილომეტრიანი სანაპირო, მაუის დელფინის მთავარი ჰაბიტატი, ნავთობის მოსაპოვებლად გამოიყენება.[3] 2015 წლის მაისის კვლევის თანახმად, მაუის დელფინთა პოპულაციამ დაიკლო და 43-47 ინდივიდს შეადგენს, რომელთა შორის მხოლოდ 10 ზრდასრული მდედრია.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა „Māui“ Te Ika-a-Māui-დან წარმოდგება, რომელიც მაორი ენაზე ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულს ნიშნავს. მაორი ენაზე დელფინს პოპოტო ეწოდება.[4] ინგლის ენაში ზუსტი გამოთქმა არ არის დადგენილი. ინგლისურ ენაში მაუის დელფინის შესატყვისი ოთხი ფორმა არსებობს: Maui's dolphin, Maui dolphin, Māui's dolphin და Māui dolphin.[5][6][4][7][8][9] [2][10]
გენეტიკა
რედაქტირება2002 წელს მაუის დელფინი Cephalorhynchus hectori-ის სუბსახეობად გამოყვეს. თავდაპირველად ამ სუბსახეობას ჩრდილოეთის კუნძულის ჰექტორის დელფინად მიიჩნევდნენ. ალან ბეიკერმა ამ სუბსახეობის დელფინებში გენეტიკური და ჩონჩხის ცვლილებები აღმოაჩინა და სამხრეთის კუნძულის ჰექტორის დელფინისგან განასხვავა.[4] ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავებები მცირე გეოგრაფიულ მანძილზე ზღვის ძუძუმმწოვრების სხვა კვლევებში არ ყოფილა აღწერილი. Cephalorhynchus hectori-ის გენეტიკურ თანმიმდევრობაში 26 განსხვავებული მიტოქონდრიული დნმ ჰაპლოტიპია, რომელთა შორის G ჰაპლოტიპი მაუის დელფინისაა.[11]
აღწერა
რედაქტირებამაუის დელფინებს ნაცრისფერი, თეთრი და შავი შეფერილობა და მოკლე დინგი აქვთ. ყველაზე ადვილად წრიული ზურგის ფარფლით შეიძლება მათი გარჩევა. მაუის და ჰექტორის დელფინები ერთადერთი სახეობაა, რომელსაც მსგავსი შავი წრიული ზურგის ფარფლი აქვს. მდედრები 1.7 მეტრის სიგრძის არიან და 50 კგ-ს იწონიან. მამრები ცოტა უფრო პატარები და მსუბუქები არიან. ცოცხლობენ დაახლოებით 20 წელიწადს.
პოპულაცია და გავრცელება
რედაქტირებაბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციით, მაუის დელფინები კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიეკუთვნებიან. ახალი წელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ სახეობათა საკლასიფიკასიო სისტემის მიხედვით კი „ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს“.[12] ბინადრობენ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის დასავლეთით. იშვიათად მაუის დელფინების შემჩნევა აღმოსავლეთ სანაპიროზეც შეიძლება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Small, Vernon. „Set net ban extension to protect Maui's Dolphin“. stuff.co.nz. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- Cumming, Geoff (3 November 2012). „Maui's dolphin swimming in sea of trouble“. The New Zealand Herald.
- Hassan, Mohamed (19 May 2014). „Maui's dolphin danger: 'We're running out of time'“. The New Zealand Herald. APNZ. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- Walters, Laura (19 May 2014). „Dolphin numbers perilously low“. stuff.co.nz. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- Morton, Jamie (10 June 2014). „NZ 'needs to do the right thing' to save Maui's dolphin“. The New Zealand Herald.
- „New Zealand rejects calls to further protect Maui's dolphin“. Australian Broadcasting Corporation. Agence France-Presse. 12 June 2014.
- WWF responds to Minister's 'challenge' on Maui's dolphins. scoop.co.nz (11 June 2014).
- New Zealand Department of Conservation. Maui's dolphin abundance estimate: DOC's work. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- Briggs, Helen (26 May 2015). „'Loud wakeup call' over critically endangered dolphin“. BBC News.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Department of Conservation დაარქივებული 2014-12-14 საიტზე Wayback Machine. – Māui dolphin page
- Forest and Bird – Hector's and Māui's dolphin page
- Whale and Dolphin Conservation Society
- Māuis Dolphin New Zealand Event Information დაარქივებული 2019-11-05 საიტზე Wayback Machine. Māui's Dolphin New Zealand Event Information
- World Wide Fund for Nature (WWF) – species profile for Māui dolphin
- http://www.touscoprod.com/en/project/produce?cleanname=sauvezledauphinMāui დაარქივებული 2014-12-03 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Dolphin's death reignites calls for set net ban“. The New Zealand Herald. APNZ. 1 February 2012. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- ↑ 2.0 2.1 Frankham, James. Maui's dolphin – deep trouble. New Zealand Geographic. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
- ↑ „Oil and gas risk to Maui's dolphin 'small' – Minister“. The New Zealand Herald. 18 June 2014. ციტირების თარიღი: 18 June 2014.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Māui dolphin | WWF NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 27 Dec 2017.
- ↑ Why Stuff is introducing macrons for te reo Māori words en. ციტირების თარიღი: 2018-10-29
- ↑ Use of tohutō (macrons) a sign of respect en. ციტირების თარიღი: 2018-10-29
- ↑ Death of female Māui's dolphin a tragic blow. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
- ↑ Māui's Dolphin: Going, Going, Gone?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
- ↑ Dead dolphin believed to be rare Maui Dolphin. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
- ↑ Save the Maui's dolphin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
- ↑ Hamner, Rebecca M.; Pichler, Franz B.; Heimeier, Dorothea; Constantine, Rochelle; Baker, C. Scott (August 2012). „Genetic differentiation and limited gene flow among fragmented populations of New Zealand endemic Hector's and Maui's dolphins“. Conservation Genetics. 13 (4): 987–1002. doi:10.1007/s10592-012-0347-9.
- ↑ Hitchmough, Rod; Bull, Leigh; Cromarty, Pam (compilers) (2007) New Zealand Threat Classification System lists – 2005. Science & Technical Publishing, Department of Conservation, გვ. 32. ISBN 978-0-478-14128-3. .