მასწავლებლის ძეგლი (დონის როსტოვი)
მასწავლებლის ძეგლი (რუს. Памятник учительнице) — ბრინჯაოს მონუმენტი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი გაიხსნა 2012 წლის 1 სექტემბერს № 78 სკოლის მახლობლად. ერთ-ერთი მოანდაკე, რომელიც მონაწილეობდა ძეგლის პროექტის შექმნაში იყო სერგეი ოლეშნია[1].
მასწავლებლის ძეგლი Памятник учительнице | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | სერგეი ოლეშნია |
მასალა | ბრინჯაო |
სიმაღლე | 3,5 მ |
გახსნის თარიღი | 2012 |
გარე სურათები | |
---|---|
მასწავლებლის ძეგლი დონის როსტოვში |
ისტორია
რედაქტირება2012 წლის 1 სექტემბერს, ცოდნის დღესასწაულზე, უშუალოდ № 78 სკოლის სიახლოვეს დონის როსტოვის წითელარმიელთა ქუჩაზე აღმართეს პირველი მასწავლებლის ბრინჯაოს ძეგლი[2]. მასწავლებელი ქალის ძეგლი, მოქანდაკის ჩანაფიქრის მიხედვით გამოსახულია პირველკლასელ მოსწავლეებთან, გოგონასთან და ბიჭთან ერთად, რომლებიც მიდიან თავის პირველ გაკვეთილზე[2].
მასწავლებლისა და მოსწავლეების ქანდაკებების უკან აღმართულია თაღი, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია პედაგოგის ცხოვრების მთავარ მისიასთან — ისინი პირველები ეგებებიან მოსწავლეებს სკოლაში, შემდეგ კი მათ მხრებზეა უდიდესი და საპასუხისმგებლო მისია — სკოლის კედლებში მოამზადონ მოსწავლეები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
ძეგლზე მუშაობა გრძელდებოდა ნახევარი წლის განმავლობაში და მასზე მუშაობდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის მოქმედი წევრი სერგეი ოლეშნია[3], რომლის ანგარიშზეცაა მრავალი თანამედროვე ქანდაკება, რომლებიც ამშვენებს ქალაქ დონის როსტოვს, კერძოდ მას ეკუთვნის იმპერატრიცა ელისაბედ I-ის ძეგლი და წყალსადენის ძეგლი.
ქანდაკების სიმაღლე შეადგენს 3,5 მეტრს. ძეგლის საზეიმო გახსნას ესწრებოდა როსტოვის ოლქის ვიცე-გუბერნატორი სერგეი გორბანი და ქალაქის მერი მიხეილ ჩერნიშევი[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятник первой учительнице
- ↑ 2.0 2.1 2.2 В День Знаний в Ростове открыли памятник первой учительнице. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 2017-06-02.
- ↑ В Ростове-на-Дону установили памятник «Учительница первая моя», выполненный С. Олешней. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 2017-06-02.