მასკულიზმი
მასკულიზმი ან მასკულინიზმი შეიძლება გამოხატავდეს მამაკაცების ინტერესების ან უფლებების დაცვას და მამაკაცთათვის ტიპურად მიჩნეული აზრების, ფასეულობებისა და სხვ. მხარის დაჭერას. ყველაზე გამოჩენილი კაცთა უფლებების ორი დამცველი ვორენ ფარელი და ჯეკ კამერი „მასკულიზმს“ შემდეგნაირად განმარტავენ: «1. რწმენა, რომ სქესთა შორის თანასწორობა მოითხოვს კაცთა, ისევე, როგორც ქალთა, წინააღმდეგ ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის აღიარებას და გამოსწორებას; 2. ამ რწმენის ირგვლივ ჩამოყალიბებული მოძრაობა.»[1] ამ იდეოლოგიის მიმდევრებს მასკულისტები ან მასკულინისტებიჰქვიათ.
ქესი იანგის თქმით მასკულისტი აქტივისტების მიერ წამოყენებული უმთავრესი ინტერესებია დისკრიმინაცია და ცრურწმენები კაცების წინააღმდეგ.[1]
ასევე, ეს ტერმინი შეიძლება გამოხატავდეს ანტიფემინიზმსა და კაცთა დომინანტობას.[2][3][4]
მასკულისტების ინტერესები
რედაქტირებაძალადობა
რედაქტირებამასკულისტებს აწუხებთ საზოგადოების მხრიდან კაცებზე ძალადობის გამოყენება იმ დროს, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა კანონით იკრძალება; ასევე ის, რომ კაცებს ასწავლიან იყვნენ უფრო მკაცრები და მათგან სიმკაცრეს და ულმობლობას მოელიან.
- კაცთა მიმართ ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობასთან შედარებით ნაკლებად სერიოზულად აღიქმება.
- ქალის უდანაშაულობაზე ვარაუდი ან ქალთა მიმართ თანაგრძნობა, რამაც შეიძლება ისეთ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა ერთნაირი დანაშაულისთვის ქალებისა და კაცების განსხვავებულად დასჯა, კაცთა მიმართ თანაუგრძნობლობა - ქალის მიერ კაცზე ძალადობა თითქმის არ განიხილება და დახურული თემაა.
- ციხის ძალადობაზე საზოგადოების გულგრილობა - მათ შორის პრევენცია, ციხეებში მოძალადეთა დაუსჯელობა და პატიმრის აშკარა მოძალადესთან ერთ კამერაში გააზრებულად მოთავსებაც კი.
- მხოლოდ კაცებს იწვევენ სამხედრო სამსახურში, თუმცა სახელმწიფოს თავდაცვის მომსახურებით ყველა სარგებლობს.
- ამერიკულ პოპულარულ კულტურაში იძულებითი სექსი ბიჭსა და მასზე უფროს ქალს შორის, როგორც წესი, არ ითვლება რამე არსებითად, თუმცა ეს მცირეწლოვანთა „გახრწნის“ ფორმად ითვლება და მომავალ კაცზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს, მათ შორის ფსიქოლოგიური დაავადება.
- 1992 წლის გამოკვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ბიჭებს, გოგოებთან შედარებით, სექსუალური ძალადობის გამო ნაკლები დაცვა სჭირდებათ. ასეცე დადგინდა, რომ ამას მივყავართ ცუდად მოქცევაზე და დისკრიმინაციაზე ნაკლებ შეტყობინებამდე, რის გამოც დაზარალებული იღრებს ნაკლებ მკურნალობას და მხარდაჭერას სხვებისგან, თუ ისინი კაცები არიან.
- არსებობს აზრთა სხვაობა იმაზე, რომ კანონთა მოხმარება ძალადობაზე არ სრულდება საჭირო ფორმით, როდესაც კაცზე მოძალადე ქალია. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც კაცზე ძალადობენ (კაცი, ქალი ან სხვა) მოძალადეები იყენებენ მსხვერპლის გაუცნობიერებელ ბუნებრივ რეაქციებს, როგორიცაა ერექცია, თავბრუსხვევა, ეაკულაცია და სხვ., როგორც იმის მტკიცებულება, რომ მსხვერპლს ეს სექსუალური აქტი თავად უნდოდა. ფსიქოლოგმა ელენ სმითმა დაწერა: „ჩვენი საზოგადოება [აშშ-ში] არცხვენს კაცებს, რომლებიც ქალთა შეურაცხყოფის მსხვრეპლნი გახდნენ ისევე, როგორც არცხვენდა და ადანაშაულებდა ქალებს რამდენიმე წლის წინ, რომლებიც კაცთა მხრიდან ძალადობას განიცდიდნენ. არც ერთია მისაღები იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იღვწის მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის“.
მშობლის უფლებები
რედაქტირება- დისკრიმინაცია მშობლის უფლებებზე.
- ალიმენტთა სისტემისა და ბავშვთა მხარდაჭერის უსამართლობა.
- კანონები განქორწინებაზე ქალთათვის უფრო მომგებიანია, რაც ორ მომდევნო პუნქტთანაა დაკავშირებული.
- ორსულობა, ბოლომდე მიყვანილი, ორივე მხარის შეთანეხმების მიუხედავად, რაც კაცს იძულებულს ხდის შეასრულოს მშობლის მოვალეობები და იყოს ბავშვების გვერდით.
- საპირისპირო სიტუაცია, როდესაც კაცს, რომელსაც უნდა ჰყავდეს შვილი, არ აქვს ხმის უფლება იმაზე - გაიკეთებს მისი პარტნიორი აბორტს თუ არა; ზოგჯერ არც კი ატყობინებენ აბორტის შესახებ.
- შვილად აყვანის უფლების თანასწორობა, რომელიც უფლებას აძლევს დაუქორწინებელ კაცსაც და ქალსაც იშვილონ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Cathy Young (July 1994). „Man Troubles: Making Sense of the Men's Movement“. Reason. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-27. ციტირების თარიღი: 2012-12-26. ციტატა: „Mas*cu*lism, n. 1. the belief that equality between the sexes requires the recognition and redress of prejudice and discrimination against men as well as women. 2. the movement organized around this belief. Not to worry: This word is not in the dictionary. But it would be if the decision were up to Warren Farrell, Jack Kammer, and others activists in the men's movement.“ "Not to worry" there seems to imply that this conception of masculism poses a threat to women, or to the women's movement. A broader conception of the women's movement, however, recognizes that patriarchy is harmful to both men and women, and therefore that prejudice and discrimination against both genders will need to be recognized and redressed.
- ↑ masculinism, n. Oxford English Dictionary Online. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 2010-11-10.
- ↑ masculinist, n. Merriam-Webster. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
- ↑ masculism, n. allwords. allwords. ციტირების თარიღი: 2011-07-18.