მასკი-შოუ (რუს. Маски-Шоу) — უკრაინული იუმორისტული სერიალი, რომელიც შექმნა კომიკურმა გუნდმა მასკი. წარმოადგენს მუნჯური კინოს სტილის სიუჟეტების სერიებს. პირველად გამოვიდა 1991 წელს, სახელწოდებით „Маски ТВ“. სერიალის გადაღებები 1990 წელს დაიწყო. უკანასკნელი გამოშვებები ეთერში 2006 წელს გამოვიდა.

1990-იან წლებში გადაღებული სერიები აღსანიშნავია საბჭოთა რეალობის დაცინვით და ოდესური მოტივებით. 1990-იანების ბოლოს გადაღებული ეპიზოდებით მასკი-შოუ დასცინის ცხოვრების ახალ წესებს. სხვადასხვა შემთხვევაში იუმორი საყოფაცხოვრებო საკითხებსაც ეხებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება