მერჯერი „მარჯ“ სიმფსონი (ინგლ. Marjorie „Marge“ Simpson) — ანიმაციური სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჰომერ სიმფსონის მეუღლე.

პერსონაჟი სიმფსონებიდან
მარჯ სიმფსონი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა დიასახლისი
ნათესავები მეუღლე: ჰომერ სიმფსონი
შვილები: ბარტ სიმფსონი, ლიზა სიმფსონი, და მეგი სიმფსონი
მშობლები: კლენსი ბუვიე და ჟაკლინ ბუვიე
დები: პეტი და სელმა ბუვიე
ახმოვანებს ჯულია კავნერი
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები Good Night (1987)
სიმფსონები Simpsons Roasting on an Open Fire (1989)

როგორც წესი, მარჯი ატარებს ღია სალათისფერ კაბას, წითელ ფეხსაცმელს, კისერზე - ხელოვნური მარგალიტების ყელსაკიდს (ფერები განსხვავდება). მისი დამახასიათებელი ნიშანია ლურჯი ფერის თმები, ხოლო ვარცხნილობა ძალიან მაღალი აქვს, რაზეც დიდი რაოდენობა ლაქს ხარჯავს. თმებში ხოლმე სხვადასხვა ნივთსაც ინახავს.

მარჯი დაახლოებით 40 წლისაა. იგი დიასახლისია. დიდ დროს უთმობს შვილებზე ზრუნვას. განასახიერებს 50-იანი წლების ამერიკელი დიასახლისების სტერეოტიპს. მთელ ოჯახში ის ერთადერთი წევრია, რომელიც ეკლესიაში კვირაობით ნებაყოფლობით დადის. პასუხისმგებელია ოჯახურ ფინანსებზე - ხოლმე კვირაში საკვებზე მხოლოდ 12 დოლარს ხარჯავს. მარჯი შესანიშნავი მზარეულიც არის, განსაკუთრებით ცნობილი თავისი ღორის ხორცის კერძებით და ზეფირით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება