მარტყოფის ბორკილიჯვრის ეკლესია
ბორკილიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — ეკლესია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში. მდებარეობს ბორკილიჯვრის სასაფლაოზე.
აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ VII საუკუნის ძეგლია. XIX საუკუნეში და XXI საუკუნის დასაწყისში ჩაუტარდა რესტავრაცია.[1]
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, კამარა-კონჯი, თაღები, კარ-სარკმლისა და ნიშების ზღუდარები შესრულებულია აგურის წყობით. კარები თაღოვანია, რომელიც ასევე აგურითაა გამოყვანილი. კარების მარჯვნივ, მარცხნივ და ზევით აგურით გამოყვანილი ჯვრებია. ნაგებობა ნათდება სარკმლებით. წინა ფასადის სარკმელი თაღოვანია, აგურით გამოკვეთილი, სარკმლები აქვს დატანებული სხვა კედლებშიც. სამრეკლო ოთხი სვეტისაგან შედგება, რომელიც ლითონის ჯვარი აგვირგვინებს.[1]
სქოლიო
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: