მარტინიკის დროშა
მარტინიკის ოფიციალური დროშა, როგორც ზღვისგადაღმა ტერიტორიისა არის საფრანგეთის დროშა.
არაოფიციალური დროშა — ისტორიული დროშაა, მიღებულია 1766 წლის 4 აგვისტოს ედიქტით. ისტორიული გველებიანი დროშა წარმოადგენს საფრანგეთის საზღვაო ვიმპელს - ესაა თეთრი ჯვარი ლურჯ ფონზე და ოთხი ასო "L", რომელსაც მიცემული აქვს გველის ფორმა.