მარტა კოსი (სლოვენ. Marta Kos, დ. 28 ივნისი, 1965 წელი) - სლოვენიელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. კოსი გერმანიაში ელჩად 2013 - 2017 წლებში, შვეიცარიაში - 2017 - 2020 წლებში მსახურობდა.[3] 2024 წლის 1 დეკემბერიდან მეორე ფონ დერ ლაიენის კომისიაში გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებს.

მარტა კოსი
სლოვენ. Marta Kos
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1965(1965-06-28)[1] (59 წლის)
მოქალაქეობა  სლოვენია
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“[2]
martakos.si

2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე კოსი თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. [4] 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის სლოვენიის პრეზიდენტის არჩევნებში თავისუფლების მოძრაობის კანდიდატი იყო.[5] კანდიდატობა აგვისტოში მოხსნა. კანდიდატობის მოხსნის შემდეგ კოსმა ასევე დატოვა თავისუფლების მოძრაობის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ტატიანა ბობნარის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მან ასევე დატოვა თავისუფლების მოძრაობა და განაცხადა, რომ ეს მისი პარტია აღარ არის. [6]