მარნეულის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი
მარნეულის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი.
სამაროვანი სიონის ტაძრის დასავლეთით, სახნავი მინდვრის ბოლოში მდებარეობს. სამაროვანზე სამი ქვისსამარხი იქნა გათხრილი. სამარხები 0.5-0.6 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდნენ მიწის ზედაპირიდან. ქვისსამარხები ქვიშაქვის ფილებისგანაა ნაგები. თითო კედელი ერთიდან სამამდე ქვის ფილისგან არის აგებული. სახურავად ორიდან ოთხამდე ქვისფილა ქონდათ. სამარხებში თითო მიცვალებულის ჩონჩხი აღმოჩნდა. ყველა მიცვალებული გულაღმა იყო დაკრძალული, თავით აღმოსავლეთისკენ. სამარხებში ნივთები არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სამაროვანი მაინც შეიძლება დათარიღდეს (დაკრძალვის წესის მიხედვით) ფეოდალური, უფრო კონკრეტულად (სავარაუდოდ) ადრეფეოდალური ხანით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38204