მარის პაციფიკი (Maris Pacifici) — წყნარი ოკეანის პირველი ნაბეჭდი რუკა. მისი ავტორია აბრაჰამ ორტელიუსი და გამოიცა 1589 წელს. რუკა ეფუძნება ფრანს ჰოგენბერგის ამერიკის რუკას, რომელიც იმ წელს გამოიცა და ვაზ დურადოს 1568 წლის იაპონიის აღწერას. წყნარი ოკეანე რუკაზე გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთიდან შემოზღუდულია ფართო სამხრეთი მიწის ტერიტორიით, რომელიც თითქმის ებჯინება ამერიკის სამხრეთ დაბოლოებას.

წყნარი ოკეანის რუკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება