მარინა მოგილევსკაია
მარინა ოლეგოვნა მოგილევსკაია (რუს. Мари́на Оле́говна Могиле́вская; დ. 6 აგვისტო 1970, ზავოდოუკოვსკი, ტიუმენი, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.
მარინა მოგილევსკაია Марина Могилевская | |
---|---|
მშობლიური სახელი | Марина Олеговна Могилевская |
დაბადების თარიღი |
6 აგვისტო, 1970 ზავოდოუკოვსკი, ტიუმენი სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ→ რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი, წამყვანი |
აქტიური | 1989-დან დღემდე |
საიტი | mogilevskaja.sitecity.ru |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარინა მოგილევსკაია დაიბადა 1970 წლის 6 აგვისტოს ტიუმენის ოლქის ქალაქ ზავოდოუკოვსკში.
დაამთავრა სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი და კიევის თეატრალური ინსტიტუტი კიევში. მუშაობდა კიევის „ლესი უკრაინკას სახელობის რუსული დრამის თეატრში“. 1996 წელს გახდა „Доброе утро, Россия!“ წამყვანი, რუსულ არხზე РТР-ზე.
მოგილევსკაიას დებიუტი კინოში შედგა 1989 წელს ფილმში „Каменная душа“ (ქვის სული), ხოლო დიდება მოუტანეს სერიალებმა: „Русские амазонки“, „Марш Турецкого“, „Каменская“, „Московские окна“, „Лучший город Земли“, „Склифосовский“, „Пять минут до метро“, „Кухня“ (სამზარეულო). 2001 წელს მარინა მოგილევსკაიას სცენარის მიხედვით სცენაზე დაიდგა კომედია „Когда её совсем не ждёшь“ (როდესაც მას საერთოდ არ ელოდები), სადაც თვითონ მთავარი როლი შეასრულა.
მარინას პირველი ქორწინება 1996 წელს დასრულდა.[1] მეორედ, 1999 წლის 30 აპრილს, დაქორწინდა პროდიუსერ ალექსანდრ აკოპოვზე, მაგრამ მოგვიანებით განქორწინდნენ.
2011 წლის 19 აგვისტოს[2] მარინას ქალიშვილი ეყოლა, სახელად მარია.[3]
ჯილდოები
რედაქტირება- საუკეთესო ქალი მსახიობის როლის ჯილდო ფილმ „Репортаж“-სთვის, კინოფესტივალ „Стожары“-ზე.
მოღვაწეობა
რედაქტირებათეატრში
რედაქტირება- „Человек и джентльмен“ (ადამიანი და ჯენტლმენი)
- „Слухи“ (ჭორაობა)
- „Королевские игры“ (სამეფო თამაშები)
- „Анна Болейн“ (ანა ბოლეინი)
- „Фернандо Крапп написал мне это письмо“ (ფერნანდო კრაპი ჩემთვის ეს წერილი მომწერა)
- „Двери хлопают“ (კარების ხმა)
- „Любовь длиною в ночь“ (სიყვარული ღამის სიგრძის)
- „Леди и Адмирал“ (ლეიდი და ადმირალი)
- „Ведетта-Бабетта или любовный капкан“ (ვედეტა-ბაბეტა ან სიყვარულის მახე)
სერიალები
რედაქტირება- „Империя кино“ (იმპერია კინო)
- “Доброе утро, Россия!“ (დილა მშვიდობისა რუსეთო!)
- „სამზარეულო“
- „ДНК“ (დნმ)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Марина Могилевская
- ↑ Елена Грибкова.. (2012-08-03) Марина Могилевская: «На теме ребенка я была зациклена лет десять». WomanHIT.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2013-05-16.
- ↑ Марина Могилевская родила дочь от неизвестного мужчины. LB.ua (2011-09-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2013-05-04.