სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.

მარინა მამალაძე (დ. 22 ნოემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი სტომატოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002), საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2012).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა თსსი. 1984-1995 იყო ამავე ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1995-2002 წლებში — დოცენტი, 2002-2009 წლებში — პროფესორი. 2009 წლიდან ხელმძღვანელობს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს. 1994 წლიდან — სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო-კვლევით ცენტრის „უნიდენტის“ დირექტორია. 2007 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან არის თსსუ-ის აკადემიური საბჭოს, 2013 წლიდან — ჟურნალ „Dent Art“-ის სარედაქციო საბჭოს, 2017 წლიდან კი — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი. 2013 წელს აირჩიეს „სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის“ წევრად. 2020 წლიდან კოლეგიის ევროპის სექციის ერთ-ერთი ვიცე-რეგენტია.

მ. მამალაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მ. შ. 1 ძირითადი და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს, დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლებისა და სამედიცინო განათლების ავტორი და განმახორციელებელი.

მ. მამალაძის სამეცნიერო კვლევის სფეროა: კბილთა რესტავრაცია და ენდოდონტური მკურნალობა, სტომატოლოგიური მასალათწარმოება, გაუტკივარებისა და სედაციის პრობლემები სტომატოლოგიაში, კბილთა და სარესტავრაციო მასალების ელექტრონულ-მიკროსკოპული კვლევა და სხვ.

მ. მამალაძე არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, კონგრესის მონაწილე, მომხსენებელი, ორგანიზატორი და განმახორციელებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება