მარიენბურგის ციხესიმაგრე (ჰანოვერი)
მარიენბურგის ციხესიმაგრე — ნეოგოტიკური ციხე ქვემო საქსონიაში, გერმანია. მდებარეობს ჰილდესჰაიმიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრში და ჰანოვერიდან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში, პატენსენის მუნიციპალიტეტში, ჰანოვერის რაიონში. ციხესიმაგრე ასევე იყო ველფის საგვარეულოს საზაფხულო რეზიდენცია, რომლის დროშა, ყვითელი და თეთრი ფერებით, ფრიალებს მთავარ კოშკზე.
ისტორია
რედაქტირებაციხესიმაგრე აშენდა 1858-1867 წლებში. ის ააგეს როგორც ჰანოვერის მეფე ჯორჯ V-ის (მეფობდა 1851–1866) მეუღლის, მარი საქსენ-ალტენბურგის დაბადების დღის საჩუქარი. 1714 წლიდან 1837 წლამდე ჰანოვერში პრაქტიკულად არ არსებობდა სამეფო სასამართლო, რადგან ჰანოვერის დინასტია მართავდა ჰანოვერისა და ბრიტანეთის სამეფოებს პირადი გაერთიანებით. ასე რომ, ციხესიმაგრე ასევე აშენდა, რათა შესაფერისი საზაფხულო ადგილი ყოფილიყო ჰანოვერის დინასტიისთვის გერმანიაში.
მისი არქიტექტორი იყო კონრად ვილჰელმ ჰასე, ჰანოვერის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი. 1866 წელს პრუსიის მიერ ჰანოვერის ანექსიის გამო, მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახი გადასახლა გმუნდენში, ავსტრიაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ დედოფლის ვილაში და მოგვიანებით, კუმბერლენდის ციხესიმაგრეში, 80 წლის განმავლობაში ციხე იყო დაუსახლებელი. აქედან გამომდინარე, მარიენბურგი კარგად არის შემონახული, რადგან რამდენიმე რემონტი ჩაუტარდა აღდგენის შემდეგ.[1] ერნესტ ავგუსტუსი, ბრუნსვიკის ჰერცოგი და მისი ცოლი პრუსიის პრინცესა ვიქტორია ლუიზა 1945 წელს გადავიდნენ მარიენბურგში, მას შემდეგ რაც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ბლანკენბურგის ციხესიმაგრე . 1954 წელს მათმა ვაჟმა, პრინცმა ერნესტ ავგუსტუს IV-მ გახსნა ციხის მუზეუმი მას შემდეგ, რაც გადავიდა კალენბერგ დემესნეში .
ციხესიმაგრე დღეს
რედაქტირებაციხე ეკუთვნოდა ჰანოვერის პრინც ერნსეტ ავგუსტს, მას შემდეგ რაც მამამ გადაუფორმა ციხესიმაგრე 2004 წელს, ყველა სხვა სამეფო საკუთრებასთან ერთად ჰანოვერსა და გმუნდენში. ციხესიმაგრეში განლაგებული იყო ჰანოვერის სამეფო სახლის ქონების მართვის ოფისები. მისი ნაწილები ღია იყო საზოგადოებისთვის, როგორიცაა ციხის მუზეუმი, რესტორანი, სამლოცველო და შეიძლება ქორწილების, მიღებების, კონცერტების და სხვა ღონისძიებების დაჯავშნა. 2010 წელს ციხესიმაგრეში გადაიღეს სერიალი In Your Dreams .
1000-ზე მეტი ნივთიდან, 30 შემოწირული იყო ელისაბედ II-ის მიერ, მათ შორის ჯორჯ I-ის სამეფო გვირგვინი, ხოლო ერნესტ ავგუსტმა მიაწოდა მეფის ცნობილი აუგსბურგის ვერცხლის ტახტი და 1720 წლის სხვა ვერცხლის ავეჯი, ასევე ჰანოვერის გვირგვინის სამკაულები
2018 წლის ნოემბერში, პრინცმა ერნსეტ ავგუსტმა გამოაცხადა ციხის საკუთრებაში გადაცემა ქვემო საქსონიის შტატზე, რადგან მისი შეკეთებისა და ტექნიკური ხარჯები ძალიან დიდი იყო მისთვის. [2] ციხის სარემონტო ხარჯები, რომელიც სავსეა მშრალი ლპობით და ემუქრება არქიტექტურული პრობლემებით, შეფასებულია 27 მილიონ ევროდ. ის გეგმავდა საკუთრების გადაცემას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ფონდზე (,,ჰანოვერის მონსტრების პალატა", რომელიც დააარსა მისმა ოჯახმა 1569 წელს. ფონდი ჯერ კიდევ ფლობს ყოფილი სამეფოს სეკულარიზებული მონასტრებისა და საეკლესიო მამულების უმეტესობას), სიმბოლური გასაყიდი ფასით 1 ევრო. [3] ნამუშევრების დარჩენილი კოლექციის შენახვა ციხეში იგეგმებოდა, რომელსაც აკონტროლებდა როგორც ოჯახი, ასევე სახელმწიფო, თუმცა, გარიგება შეჩერდა 2019 წლის გაზაფხულზე მამის მიერ საკუთრების აღდგენის მიზნით განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებით. [4]
გალერეა
რედაქტირება-
საჰაერო ხედი
-
ხედი ჩრდილოეთის მხრიდან
-
ხედი სამხრეთიდან, ზამთარში
-
სახურავის დიზაინის ახლო ხედვა
-
გამოფენის „გზა გვირგვინისკენ “ გახსნა 2014 წელს
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.schloss-marienburg.com/en/schloss/
- ↑ Maestro, Andrea (24 December 2018). „Impoverished high nobility Expensive gift“. Die Tageszeitung: Taz.
- ↑ Hannoversche Allgemeine Zeitung, 19 July 2016, p 1
- ↑ Marienburg: Ernst August senior legt Einspruch ein. In: ndr.de. 5 February 2019.