ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიამ ჰაკობიანი (სომხურად: Մարիամ Հակոբյան; დ. 1949 წელი, ერევანი) — სომეხი მოქანდაკე, რომელიც ცხოვრობს ერევანში.

მარიამ ჰაკობიანი
დაიბადა 1949 წელი
დაბადების ადგილი ერევანი
საიტი http://www.mariamhakobyan.com

განათლება და კარიერა

რედაქტირება

მარიამ ჰაკობიანმა დაამთავრა ერევნის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1974 წელს. ასევე გახდა ბაკალავრი პანოს თერლემეზიანის სახელობის სამხატვრო კოლეჯში 1968 წელს. იგი 1979 წლიდან იყო სომხეთის ხელოვანთა კავშირის წევრი. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო მდივნის თანამდებობაზე სომხეთის ხელოვანთა კავშირის სკულპტურების განყოფილებაში. იგი არის ,,ნორეონი" (NorEon) შემოქმედებითი ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ხელს უწყობს სომხური ვიზუალური ხელოვნების განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება სომეხ ხელოვანებს პროფესიულ კარიერაში წინსვლაში.

ჰოკიბიანი იყო როსლინის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის ფაკულტეტის წევრი 1993 წლიდან 1997 წლამდე. მან დიდი დრო დაუთმო ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობას და მუშაობდა მოსწავლეთა რეკრეაციის ცენტრში 1976 -დან 1990 წლამდე.

კარიერის განმავლობაში ჰაკობიანმა მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში, ქანდაკების სიმპოზიუმებში, ფესტივალებსა და ბიენალეებში როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი მცირე ზომის ქანდაკებები და გრაფიკები ინახება მრავალი სახელმწიფოს კერძო გალერეებსა და მუზეუმებში, ხოლო მისი მონუმენტური ქანდაკებების ხილვა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი. მარიამ ჰაკობიანმა მიიღო მრავალი ჯილდო და პრიზი, მათ შორის ფლორენციის საერთაშორისო მონ-ხელოვნების პრიზი (იტალია, 1998), მესამე პრემია ყინულის ქანდაკების საერთაშორისო ფესტივალზე (რუსეთი, 2004), მეორე პრიზი კონკურსის ,,ქვების ძეგლები" (Stone-Monument) (ჩინეთი, 2001), მესამე პრიზი ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმზე (ლიტვა, 2003), ბრინჯაოს მედალი მე -12 საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ეძღვნება დანტეს ,,ღვთაებრივ კომედიას" (იტალია, 1996). მისი ძეგლი ,,რწმენა", რომელიც ეძღვნება სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილეს და რომელიც ვენის სომხური თემის დაკვეთითაა შექმნილი ამჟამად განთავსებულია ვენის სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდებარე სომხურ მოედანზე.

გამოფენები

რედაქტირება

მარიამ ჰაკობიანმა თავისი კარიერის განმავლობაში ასობით გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის:

2010 სომხეთის გენოციდის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ერევანი, სომხეთი

2005 წლის 56-ე მხატვრის ყოველწლიური ბურთი, სომეხ სტუდენტთა ასოციაცია, ნიუ-იორკი

2003 წლის გრაფიკის რესპუბლიკური გამოფენა, ერევანი, სომხეთი

2003 წლის რესპუბლიკური გამოფენა „ქანდაკება 2003“, ერევანი, სომხეთი

1999-2003 მოსკოვის საერთაშორისო სამხატვრო სალონი, მხატვართა ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი

2002 სომხეთის მხატვართა კავშირის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ერევანი, სომხეთი

2000-2001 Manege Art Salon, მოსკოვი, რუსეთი

2001 ,,მხატვრები სომხეთიდან", სამარა, რუსეთი

2001 გამოფენა სომხეთში, ერევანი, სომხეთი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი

2001 ტურისტული გამოფენა ,,დანტე სომხეთში: მეგობრობის ხიდები", ერევანი, სომხეთი, რავენა, იტალია

2000 წლის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ,,Art Manege 2000", მოსკოვი, რუსეთი

1999 Goldsmith ’99-ის II საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა, ერევანი, სომხეთი

1998 სომხეთის არმიის გამოფენა, ერევანი, სომხეთი

1990-1998 დანტეს ,,ღვთაებრივი კომედიის" მიმართ მიძღვნილი მე -9 და მე -13 საერთაშორისო ბიენალე, რავენა, იტალია

1997 წლის ფესტივალი ,,ორი ზღვის შემქმნელი ქალი - ხმელთაშუა და შავი ზღვის", სალონიკი, საბერძნეთი

1994 ქანდაკება და გრაფიკა, ერევანი, სომხეთი

1993 მხატვარი სომხეთიდან, ბოსტონი,

1991 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რუსეთი, ნორვეგია, გერმანია

1989 მცირე ქანდაკების მე -7 საერთაშორისო ბიენალე, პოზნანი, პოლონეთი

1988 სკულპტურის კვადრიენალე, რიგა, ლატვია

1978-2004 სომხეთის მხატვართა კავშირის ყოველწლიური გამოფენა, ერევანი, სომხეთი

1975, 1977, 1987 - მასშტაბური გამოფენები, მოსკოვი, რუსეთი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება