მარე (კვარტალი)
მარე (ფრანგ. Marais — «ჭაობი») — პარიზის კვარტალი სენის მარჯვენა სანაპიროზე, ბობურგის აღმოსავლეთით. რესპუბლიკისა და ბასტილიის მოედნებს შორის მდებარე კვარტალი ეკუთვნის, როგორც მესამე, ისე მეოთხე მუნიციპალურ ოქლებს. კვარტლის საზღვრებს განსაზღვრავს სამი ბულვარი და მდინარე სენა: ჩრდილოეთით - ბულვარი დიუ ტამპლი, დასავლეთით - სევასტოპოლის ბულვარი, ხოლო აღმოსავლეთით - ბომარშის ბულვარი.
ჭაობი, რომელიც ამ ადგილას მდებარეობდა ტამპლიერების ორდენის წევრებმა დააშრეს XIII საუკუნეში. მაშინ ეს არემარე ქალაქის განაპირას მდებარეობდა. მარე ძველი ქალაქის იმ ერთ-ერთ უბანთაგანია, რომელიც ბარონი ოსმანის რეკონსტრუქციას თითქმის ხელუხლებლად გადაურჩა XIX საუკუნეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Caron, David (2009) My Father and I : The Marais and the Queerness of Community. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 9780801447730. OCLC 263065358.
- Sibalis, Michael. "Urban Space and Homosexuality: The Example of the Marais, Paris' 'Gay Ghetto' დაარქივებული 2016-06-27 საიტზე Wayback Machine. " (Wilfrid Laurier University). Urban Studies. August 2004 vol. 41 no. 9 p. 1739-1758. DOI 10.1080/0042098042000243138.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Le Marais დაარქივებული 2004-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Le Marais: The Indifferent Ghetto დაარქივებული 2004-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Gay Paris: English speaking gay walks in Paris დაარქივებული 2008-12-27 საიტზე Wayback Machine.