მარგარიტა (კოქტეილი)

მარგარიტა კოქტეილია, რომელიც შეიცავს: ტეკილას, ფორთოხლის ლიქიორს და ლაიმის წვენს. მას მიირთმევენ ჭიქით, რომლის ზედაპირი დაფარულია მარილით. მარგარიტას შესაძლოა არ ჰქონდეს ყინული. თუმცა თუ აქვს, იგი არსებობს ორი სახის: დაბლენდერებული ყინულთან ერთად (მას გაყინულ მარგარიტას უწოდებენ), ან კოქტეილს მომზადებისას (ნჯღრევისას) უმატებენ ყინულს. დღესდღეობით მარგარიტას დალევა თითქმის ყველანაირი ჭიქით არის შესაძლებელი, იქნება ეს კოქტეილისა და ღვინის ჭიქა თუ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუდის ბაკალი. თუმცა, ტრადიციულად მარგარიტას მიირთმევენ კოქტეილის ან შამპანიურის ჭიქით. მარგარიტა გამოირჩევა იმით, რომ სხვა კოქტეილებისგან განსხვავებით, ტკბილი და მჟავე გემოს გარდა, მისი დალევისას მარილიანი გემოც იგრძნობა. [1]

კოქტეილის სახეობები რედაქტირება

 
ტრადიციული მეთოდით მომზადებული მარგარიტა

მარგარიტას ტრადიციული რეცეპტი ასეთია: თეთრი ტეკილა, გამოყენებული ტეკილას რაოდენობის 1/2 ფორთოხლის ლიქიორი (უმჯობესია იყოს კუანტრო, ფრანგული ფორთოხლის ლიქიორი), 1/2 ახლად დაწურული ლაიმის წვენი. [2]

თუმცა კოქტეილის მრავალი ვარიაცია არსებობს.

მოცვის მარგარიტა

შემოდგომის პერიოდში პოპულარულია მარგარიტა, რომელსაც სხვა ტრადიციული ინგრედიენტების გარდა უმატებენ მოცვის წვენს და ვაშლისა და დარიჩინის ტეკილას.[3]

საინტერესოა რომ, ტეკილა ვაშლისა და დარიჩინის არომატით არ არის გაყიდვაში, თუმცა მისი დამზადება სახლშია შესაძლებელი. ამისათვის დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო.

"სკინი" მარგარიტა

სკინი მარგარიტა მხოლოდ ორ ინგრედიენტს შეიცავს. მისი მომზადებისას არ იყენებენ ფორთოხლის ლიქიორს. ეს მარტივი სასმელი მხოლოს შეიცავს ტეკილას და ლაიმის წვენს. უმჯობესია ახლად დაწურული, თუმცა ამ შემთხვევაში იყენებენ მზა წვენს, რომელიც იყიდება (Rose's lime juice).[4]

მარგარიტა ლუდთან ერთად

ამ კოქტეილის შემადგენლობაში განსხვავებული ინგრედიენტი ლუდია. ლუდის კათხაში შერეულია Corona Extra ლუდი, ტეკილა და ლაიმის წვენი. [5]

კამიკაძე

 
ფერადი მარგარიტა

კამიკაძე (იაპონურად ღვთაებრივი ქარი) მარგარიტას ერთ-ერთი ვარიაციაა. ამ კოქტეილში ტეკილას არაყი ანაცვლებს. მას ყინულის გარეშე მიირთმევენ. კოქტეილის ჭიქა კი ლაიმით გახლავთ მორთული.

ფერადი მარგარიტა

სხვადასხვა ფერის მარგარიტას დამზადება საკმაოდ ადვილია და იგი ლიქიორზეა დამოკიდებული. მაგალითად ლურჯი მარგარიტა მზადდება Curaçao (liqueur)-ით. მას ლურჯი ფერი აქვს, რაც შესაბამისას კოქტეილსაც იგივე შეფერილობას აძლევს. მარგარიტას მომზადებისას არ იყენებენ მხოლოს ფორთოხლის ლიქიორს. შესაძლებელია ტრადიციული ფორთოხლის ლიქიორის ჩანაცვლება ნესვის, საზამთროს ან ჟოლოს არომატიანი ლიქიორის გამოყენებით.

ისტორია რედაქტირება

კოქტეილების ისტორიკოსის, დეივიდ ვონდრიქის მიხედვით, მარგარიტა მექსიკური კოქტეილია და ძალიან ჰგავს კოქტეილ Daisy-ს. ესპანურად სიტყვა მარგარიტა გვირილას ნიშნავს. განსხვავება მარგარიტასა და დეიზის შორის ისაა, რომ მარგარიტას ინგრედიენტი ტეკილაა, ხოლო დეიზის შემადგენლობაში ბრენდი შედის. მისი შექმნის შესახებ ბევრი ვერსია და ლეგენდა არსებობს, თუმცა ის ცხადია, რომ კოქტეილმა პოპულარობა 1920-33 წლებში მოიპოვა, მაშინ, როცა ალკოჰოლური სასმელები აკრძალული იყო აშშ-ში. ამერიკელები საზღვრებს გარეთ ცდილობდნენ ალკოჰოლის შეძენას. სწორედ ამ დროს გახდა მრავალი მექსიკური სასმელი ცნობილი მათთვის.

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.townandcountrymag.com/leisure/drinks/a8863/cocktail-bitters/
  2. https://books.google.ge/books?id=1v9HqBfrcHUC&pg=PA23&redir_esc=y
  3. https://www.thespruceeats.com/cranberry-margarita-with-apple-cinnamon-tequila-4148268
  4. https://www.tasteofhome.com/collection/2-ingredient-cocktails/
  5. https://www.rachaelraymag.com/recipe/beer-margaritas